,,საძინებელში მითვალთვალებდნენ! მე და ლუკა კურტანიძე ცოლებთან ერთად ვიყავით, კამერები აღმოვაჩინეთ!” -სოსო ჯაჭვლიანი

0
505
23 Views

მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტმა, სოსო ჯაჭვლიანმა გადაცემა ,,რეაქციაში” სკანდალური განცხადებები გააკეთა კულტურის მინისტრ თეა წულუკიანზე და ისაუბრა იმაზე, თუ როგორ არ დააფინანსეს პარამკლავჭიდელები და მათ როგორ არავინ მიულოცა 19 მედლის აღება.

-ჩვენი ხარჯებით წავედით ჩემპიონატზე და 19 ოქროს მედალი ჩამოვიტანეთ. შშმ პირები გახდნენ მსოფლიო ჩემპიონები და სამინისტროდან ერთი ადამიანი არ შეხვდათ. თუ რამე ტიტული არსებობს, ყველაფერი მოვიგეთ და წულუკიანი ხვდება კალაძის ძმის ძაკაცებს, 4 ადამიანს, რომ თურმე სოსო ჯაჭვლიანისგან გაათავისუფლონ ფედერაცია. ხვდებით, რა ხდება?! შშმ პირების გუნდი 60-ზე მეტ ქვეყანას ამარცხებს, 19 ოქრო ჩამოაქვთ და სამინისტროდან ერთი კაცი არ ხვდება!

ნაციონალების და ოცნების ხელისუფლებებს შორის ერთი განსხვავებაა – სააკაშვილის რომ მოვიდა თქვა, მე ვარ და დამექვემდებარეთო. ესენი გეფერებიან და უკან საფლავს გითხრიან.

ახლა რასაც ვიტყვი, მაყურებელი გაოცებული დარჩება. ემოცია მაწვებოდა, ოფლიც წამომივიდა. ეს არის 2015 წელი. ლუკა კურტანიძე მაგარი გაკვირვებული დარჩება, მაგრამ, ჩემო ლუკა, უნდა მოვყვე, რადგან ამ ყველაფერს გულში ვიკლავდი. 2015 წელს ლუკა კურტანიძე შემოვიდა პალამენტში. ვუთხარი, სამოთახიანი ბინა მაქვს, არ იქირაო და ჩემთან ერთად იყავი მეუღლესთან ერთად-მეთქი. ლუკა ერთ დილას დგება, მეძახის და მაჩვენებს ვიდეოკამერას, რომელიც საძინებელში იყო დამონტაჟებული. გავედით და ჩემს მეორე საძინებელშიც იყო დამონტაჟებული. თურმე ორი წელი იღებდნენ სოსო ჯაჭვლიანი რას საქმიანობდა სახლში. თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ირაკლი სესიაშვილთან მივედით და ვუთხარით….ისე შემრცხვა! მე რომ ამას გამიკეთებდნენ! ჩემო ლუკა, ალბათ შენც შეგეკითხებიან, ამას ჩვენი მეუღლეები ესწრებოდნენ. წმინდა ნიკილოზის ხატს დაადე ხელი და თქვი, რომ ეს არ იყო სიმართლე და მე ბოდიშს მოვიხდი.

Cesko