ქეთი მელუას ფანების მიერ გაკეთებულ ფეისბუქგვერდზე, გამოჩნდება თუ არა, ლამაზი მუსიკოსის ახალი ფოტოსესია, მისი გულშემატკივრები ისევ იწყებენ კითხვების დასმას – ქეთი მართლა გაეყარა ქმარს? მარტოა თუ ქმარს რატომ არ აჩენს და ა.შ.
დიახ, ქეთი და მსოფლიოში ცნობილი ბრიტანელი მოტომრბოლელი, ჯეიმს თოსლენდი გაიყარნენ. ეს ფაქტი, თოსლენდმა, SBK-ისთვის შარშან მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა.
ჯეიმს თოსლენდი: – მე და ჩემი მეუღლე შარშან დავშორდით. ეს იყო ორივესგან მეგობრული და თანაც გარდაუვალი გაყრა. მე მაინც იდუმალი, ჩახურული ტიპი ვარ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაიმე ბოროტებას გავუკეთებდით ერთმანეთს. ეს დაშორება მხოლოდ პირადმა მიზეზებმა გამოიწვია.
განქორწინება ადვილი არ არის. ორივე მხარისთვის ეს საკმაოდ შემაშფოთებელია, მიუხედავად იმისა, რომ ორივე იაზრებთ, რომ ეს სწორია.
ეს იყო სრული კორექტირების წელი. მანამდე მძიმე წლები გავიარე, 10 წლის განმავლობაში რამდენიმე ოპერაციის გაკეთება დამჭირდა, სერიოზული ტკივილისა და დისკომფორტის შეგრძნება მქონდა.
ოჯახის შექმნა ისევ ძალაში რჩება. ეს ისევ მნიშვნელოვანი თემაა ჩემთვის. გადაწყვეტილი მაქვს, რომ ორმოცი წლის ზევით მეტი ღიმილი იქნება ჩემს ცხოვრებაში…
2019 წელს ბრიტანულმა სააგენტო “ტელეგრაფმა” მელუას ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც ვარსკვლავი დეპრესიაზე საუბრობდა. იყო თუ არა დეპრესია, წყვილს შორის განხეთქილების მიზეზი, ეს უცნობია.
ქეთი მელუა: – დეპრესიით ნამდვილად ვიტანჯებოდი, ფსიქოლოგიური პრობლემები შემექმნა. პარანოია მქონდა. ღამ-ღამობით ქრონიკული კოშმარები მიტევდა. თავს ისე ვგრძნობდი, როგორც აპოკალიფსურ ფილმებშია. ორი კვირა რეაბილიტაციის ცენტრშიც დავყავი. საერთო ჯამში ერთი წელი ჰიპნოთერაპიის სესიებში გავატარე. თუმცა მინდა აქვე გითხრათ, რომ გვარში ფსიქიკური აშლილობის პრობლემები არ გვაქვს.
ჯეიმსი თოსლენდის შესახებ ქართულ მედიაში პირველად გაზეთი “პრაიმტაიმი” წერდა. 2011 წლის ტაბლოიდის აგვისტოს ნომერში, ქართველმა მკითხველმა ქეთი მელუას შეყვარებული ექსკლუზიურად გაიცნო. მერე წყვილმა მალევე იქორწინა.
“პრაიმტაიმმა” ბრიტანელ სიძესთან ინტერვიუც ჩაწერა. მას ძალიან სურდა ჩვენთან ჩამოსვლა და ქეთის ლამაზი სამშობლოს საკუთარი თვალით ნახვა. იცოდა “მეჯიქ” ხაჭაპურის შესახებ და მომნუსხველი მთების ფოტოები გუგლში ჰქონდა ნანახი. თუმცა ისე მოხდა, რომ მსოფლიოში ცნობილმა მოტომრბოლელმა, საქართველო, საკუთარი თვალით ვერ იხილა.
“პრაიმტაიმი”