47 Views
“ლელოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, აქვეყნებს ფოტოებს და წერს:
“სოფელი ნოღა, უდიდესი მეცნიერის აკაკი შანიძის სახლ-მუზეუმი…
ჩვენი სირცხვილია მისი ასე დაფასება”
კომენტარებში, მამუკა ხაზარაძეს სამტრედიის მერია პასუხობს.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია:
“მუზეუმი არის მუნიციპალური. მუნიციპალიტეტისთვის ცნობილია ამ პრობლემის შესახებ, მივმართეთ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს და სააგენტომ მიმდინარე წლის ბიუჯეტში გაითვალისწინა მოცემული მუზეუმის სარეაბილიტაციო პროექტი.”
მამუკა ხაზარაძე:
“დიდი მადლობა პასუხისთვის, მიხარია, რომ მუზეუმს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, აქვე გეტყვით, მუზეუმის წინ სასმელი წყლის მილია გამსკდარი, რომელიც აზიანებს შარშან დაგებულ ბეტონის გზას, გთხოვთ ეს პრობლემაც გადაჭრათ’