უკრაინაში დაძაბულობის ფონზე გერმანია ლიეტუვაში დამატებითი ჯარების გაგზავნას განიხილავს

0
401
26 Views

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ქრისტინა ლამბრეხტი აცხადებს, რომ უკრაინაში დაძაბული სიტუაციის ფონზე გერმანია ლიეტუვაში დამატებითი ჯარების გაგზავნას განიხილავს.

„ჩვენ უკვე ძალიან მნიშვნელოვან დახმარებას ვაწვდით ლიეტუვას, ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა ევროკავშირში, რომელსაც იქ სამხედროთა ჯგუფი ჰყავს.

ეს სამხედროები კი სრულ მზადყოფნაში არიან მოქმედებისთვის. ჩვენ ახლა მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ლიეტუვასთან იმაზე, თუ როგორ მოქმედება იქნება ყველაზე სწორი.

ამის გარდა ჩვენ დამატებით სამხედროებს გავგზავნით რუმინეთში საჰაერო დაზვერვისთვის“ – განაცხადა ლამბრეხტმა გერმანულ გამოცემა Funke Mediengruppe-თან ინტერვიუში.

თავდაცვის მინისტრმა იმავე ინტერვიუში განაცხადა, რომ სამხედროების გაგზავნის მიუხედავად იარაღის მიწოდებაზე გერმანიის პოზიცია უცვლელია, მათ სიტუაციით გამძაფრება არ სურთ და დეესკალაციის გზად მშვიდობიან მოლაპარაკებებს მიიჩნევენ.

„გერმანიის ფედერალურ ხელისუფლებას დიდი ხანია მკაფიო პოზიცია აქვს – ჩვენ არ ვგზავნით აღჭურვილობას იქ სადაც კრიზისია, რათა სიტუაცია კიდევ უფრო არ გავამწვავოთ.

უკრაინის კონფლიქტში ჩვენ გვყავს პარტნიორები ვინც დაუბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდას მაგალითად, რუსეთი- NATO-ს საბჭოსა და ნორმანდიის ფორმატში. ამიტომ ახლა ჩვენი ამოცანა დეესკალაციაა. ჩვენ ამ კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარება გვსურს.“ – განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა

აღსანიშნავია, რომ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ხუთშაბათს ბერლინში ბალტიის ქვეყნების ლიდერებს შეხვდა. განხილვის მთავარი თემა უკრაინის კრიზისი და აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა იყო.

Cesko