„სანამ ნატო აქ ჯარებს გამოაგზავნის, ჩვენ ლა-მანშთან ვიდგებით” (ვიდეო)

0
1201
35 Views

„სანამ ისინი გაიშლებიან და გამოგზავნიან აქ რაიმე ჯარებს, ჩვენ ლა-მანშთან ვიდგებით” – ასეთი განცხადება ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ  ვლადიმირ სოლოვიოვთან საუბრის დროს გააკეთა.

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო თვლის, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი) შეიარაღებული ძალები ნატოს ჯარებზე ბევრად უფრო ეფექტურია.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის შეარაღებული ძალების ეფექტურობის მაგალითად მან ყაზახეთში ჯარების გადასროლა მოიყვანა.

ამერიკელებთან დაკავშირებით კი ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ისინი ევროპიდან ძალიან შორს არიან და „სანამ ისინი გაიშლებიან და გამოგზავნიან აქ რაიმე ჯარებს, ჩვენ ლა-მანშთან ვიდგებით”.

ლუკაშენკომ სოლოვიოვთან საუბარში დარწმუნებით განაცხადა, რომ უკრაინა მათ წინააღმდეგ არ იბრძოლებს.

„უკრაინა არასოდეს იბრძოლებს ჩვენთან. ეს ომი მაქსიმუმ სამი-ოთხი დღე გაგრძელდება! ჩვენ წინააღმდეგ მებრძოლო არავინ იქნება”, „ვალოდია ზელენსკი მაშინვე დაფრთხა”, როგორც კი მცირეოდენი დენთის სუნი იგრძნო”, – განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ

Cesko