ჩვენი მიზანია, განჯის ჭიშკარი აზერბაიჯანს დაუბრუნდეს – აზერბაიჯანის კულტურის მინისტრი

0
919
23 Views

აზერბაიჯანის კულტურის მინისტრმა ანარ კარიმოვმა, განჯაში ყოფნისას, ადგილობრივ მედიასთან განცხადება გააკეთა და თქვა:

“განჯის ჭიშკრის ბედზე საქართველოს ოფიციალურ სტრუქტურებთან ჩვენ ვიმსჯელეთ იქ ჩემი ბოლო ვიზიტისას. გვინდა განჯის ჭიშკარი აზერბაიჯანს ოფიციალური მოლაპარაკებების გზით დაუბრუნდეს. მოლაპარაკებების პროცესი მარტივი არ არის. როგორც იცით, არსებობს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებებისთვის სამთავრობო კომისიები და ეს საკითხი აზერბაიჯანულმა მხარემ​ კომისიის დღის წესრიგში ,განსახილველ საკითხად შეიტანა. ჩვენი მიზანია, განჯის ჭიშკარი აზერბაიჯანს დაუბრუნდეს”

განჯის ჭიშკრის ფრაგმენტი გელათის მონასტერში ინახება. ისტორიული ცნობებით, ის მე-12-ე საუკუნეში მეფე დემეტრე I-მა ჩამოხსნა განჯაში ლაშქრობისა და გელათის მონასტერს შესწირა.

Cesko