,,იცოცხლებს, აუცილებლად იცოცხლებს” – სალომე სამადაშვილი

0
1476
36 Views

სალომე სამადაშვილი, რომელიც უკრაინაში იმყოფება, წერს:

,,ისე გამოვიდა, რომ 2004 წლიდან, უკრაინის ისტორიის ყველა მნიშვნელოვან მომენტში მიწევდა უკრაინაში ჩამოსვლა.

‘ნარინჯისფერი’ რევოლუციისას ჩემი ვიზიტი მახსენდება, როგორც დიდი იმედებით აღსავსე ქვეყანაში მოგზაურობა. მომავლის იმედის აურზაური.

ღირსების რევოლუცია, მძიმედ-სისხლის გაღება გახდა საჭირო. მაგრამ ის აურზაური, უკეთესი მომავლის დაბრუნებული იმედი, თუნდაც ტკივილით მოგუდული, აქ იყო.

დღეს უცნაური შინაგანი სიმშვიდე დამხვდა, სიმტკიცის შინაგანი სიმშვიდე. მხოლოდ იმ ადამიანს აქვს, არჩევანი, ვინც უკვე გააკეთა, იცის, რას არ დათმობს, არაფრის ფასად. იცის, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა…მზადაა, სიცოცხლისთვის სიკვდილამდე იბრძოლოს.

ამ სიმშვიდის შემეშინდებოდა, რუსეთის ადგილზე…

იცოცხლებს, აუცილებლად იცოცხლებს.”

Cesko