ნინი შერმადინი ამერიკულ „ნიჭიერში“ წარდგება ნომრით, რომელსაც კოვიდით გარდაცვლილ მშობლებს მიუძღვნის

0
2396
50 Views

აშშ-ში მცხოვრები ქართველი მომღერალი, ნინი შერმადინი ამერიკულ „ნიჭიერში“ გამოსვლისთვის ემზადება. ამჟამად ის პროექტის შესარჩევ ტურში მონაწილეობს. როგორც მომღერალი სოციალურ ქსელში წერს, მან რეგისტრაცია უკვე გაიარა.

მომღერალი თავის გამოსვლას გარდაცვლილ მშობლებს უძღვნის.

„თითებს გადავაჯვარედინებ!.. თუკი ამას შევძლებ, ჩემს გამოსვლას ჩემი უსაყვარლესი მშობლების ნათელ მოგონებას მივუძღვნი, ასევე მათ, ვინც ამ პანდემიამ შეიწირა. მისურვეთ წარმატებები, მეგობრებო. ერთი სული მაქვს, ვნახო, წინ რა მელოდება!..“

შეგახსენებთ, რომ მომღერლის დედ-მამა კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა.

Cesko