„ერთმა ბიჭმა ქუჩაში მომაყენა შეურაცხყოფა და გაიქცა, ჩავიკეცე…“ – თიკა ჯამბურია

0
410
72 Views

მომღერალმა თიკა ჯამბურიამ გადაცემაში „სთორი“ გაიხსენა, რომ მისი პოლიტიკური სიმპათიის გამო უცნობმა ბიჭმა ქუჩაში შეურაცხყოფა მიაყენა.

„ერთმა ბიჭმა ქუჩაში მომაყენა შეურაცხყოფა და გაიქცა, მახსოვს ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის კარებში მოხდა ეს ყველაფერი, ჩავიკეცე, ხალხი ისე დაიბნა ირგვლივ, ზოგი მოდიოდა, ზოგი გაეკიდა.

მაშინ ვიფიქრე ამ დროს რა უნდა ვქნა? კაცი ხომ არ ვარ გავეკიდო და ვცემო.

არ მოსწონდა ის, რომ ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის გულშემატკივარი ვიყავი. ძალიან ცუდი შეურაცხყოფა მომაყენა თან“, – ამბობს მომღერალი.

Cesko