ფრიდონ ინჯია – დასავლეთმა დღეს უკრაინა გაწირა და შეიძლება ჩვენც მოვხვდეთ ამ ფერხულში – ცოტა ბრძნულად მოვიქცეთ და შევხედოთ როგორ წავა საქმე, რა იქნება, ნუ გავრბივართ ორთქმავლის წინ

0
515
25 Views

„ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატის ფრიდონ ინჯიას განცხადებით, საქართველომ უკრაინა-რუსეთის დაპირისპირებაში იგივე „ბრძნული პოზიცია უნდა დაიკავოს, რა პოზიციაც დაიკავა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომში“. ამის შესახებ მან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენი პარტია ცალსახად წინააღმდეგია ყოველგვარი რეზოლუციის. შენ შენი ქმედებით, როცა ერთ-ერთს უდგახარ გვერდით, ხომ აღრმავებ დაპირისპირებას, იმის ნაცვლად რომ უთხრა, დამშვიდდით?! ანდა დაიკავო ისეთი ბრძნული პოზიცია, რა პოზიციაც დაიკავა საქართველომ სომხეთსა და აზერბაიჯანის ომში. ბრძნული გადაწყვეტილება იყო, აბსოლუტურად გასაგები იყო, ის რაც შეშვენის ჩვენს ქვეყანას, საქართველოს. აქ ჩვენ უცბად ვდგებით ერთ მხარეს. დაიწყო ომი. მე ძალიან მეშინია, რომ შეიძება დაიწყოს ომი, უკრაინა დაინგრეს, ამ ომში ჩვენ აქედანვე ვერთვებით, დასავლეთი არ იღებს მონაწილეობას, დასავლეთმა დღეს უკრაინა გაწირა და შეიძლება ჩვენც მოვხვდეთ ამ ფერხულში, ორი საათიც არ უნდა და აქ დამთავრებული იქნება ყველაფერი. არ მიმაჩნია, რომ ხელისუფლებამ, მმართველმა პარტიამ, განახორიცელოს ისეთი პოლიტიკა, რომელიც საზიანო იქნება ჩვენთვის. ამ ხელშეკურლებით არის რაღაც ელემენტები, რომ ჩვენ ზიანი მივიღოთ. ცოტა ბრძნულად მოვიქცეთ და შევხედოთ როგორ წავა საქმე, რა იქნება, ნუ გავრბივართ ორთქმავლის წინ!“- განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

Cesko