„ასე ძნელია აღიაროთ, რომ აჯობა ჩვენმა იმუნიტეტმა და დამთავრდა პანდემია?“ – დაწერა ყოფილმა ტელეწამყვანმა, ხატია სიჭინავამ რამდენიმე დღის წინ.
მის ამ პოსტს ბევრი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის – ექიმების.
საფრანგეთში მცხოვრებმა ექიმმა, ქეთი ლობჟანიძემ ცოტა ხნის წინ დაწერა: ,,როცა ხატია სიჭინავა ექიმებს გვამუნათებს, რეალურ სამყაროში 28 წლის ცნობილი იტალიელი ანტი-ვაქსი რეანიმაციაში იღუპება! არ აღიარებდა კოვიდის საფრთხეს, სიმპტომებიც მსუბუქად მიიღო, დამძიმებამდე ექიმებსაც კი არ მიმართა. რეანიმაციაში რომ ვერ გაუძლო ტანჯვას, მოიგლიჯა ჟანგბადის ნიღაბი და დახმარებაზე უარი თქვა, რამაც შეიწირა საბოლოოდ!
55 წლის მამაც ინტენსიურშია ჰოსპიტალიზებული, მასავით უარი თქვა აცრაზე! „ასე ძნელია აღიაროთ, რომ აჯობა ჩვენმა იმუნიტეტმა და დამთავრდა პანდემია?“ – ხატია სიჭინავა ეპიდემიოლოგებს. ხალხი გამოქვაბულიდან აკეთებს უტიფრულ განცხადებებს და გონზე არაა, რა ხდება სამყაროში! ამ ქალზე საერთოდ არ უნდა ვწერდე, მაგრამ პუბლიკა უსმენს თურმე!”