„ეს არის უსინდისო შეკითხვა, პროვოცირებული სუსისა და ოცნების მიერ“ – გიგი უგულავა ინგა გრიგოლიას

0
1259
49 Views

ეს არის უსინდისო შეკითხვა, პროვოცირებული სუსისა და ოცნების მიერ, – ასე უპასუხა თბილისის ყოფილმა მერმა, გიგი უგულავამ ინგა გრიგოლიას მიერ დასმულ კითხვას, სად არის ოპოზიცია და ხომ არ გაჩერდა პოლიტიკური პროცესები მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი ციხეშია.

უგულავამ “რეაქციაში” აცხადებს, რომ ოპოზიცია ქუჩაშია და ყველა იმ ადგილზე, სადაც საჭიროა, რომ იდგეს.

“ამ შეკითხვის დასმა თქვენი მხრიდან, სად არის ოპოზიცია და რატომ არ შეასკდა თავით ნიკა მელია თავით ციხის კედლებს არის უსინდისობა, უსინდისო კითხვა, რომელიც სუსისა და ქართული ოცნების მხრიდანაა პროვოცირებული. შეგნებულად თუ შეუგნებლად ეს შეკითხვა, რომ პოლიტიკური პროცესი გაჩერებულია, ასე არარის. უსინდისობა არის ის, რომ ამ კითხვების უკან სუსი დგას”, – აცხადებს უგულავა.

 

Cesko