“ჯო ბაიდენთან სამომავლო ქმედებებზე შევთანხმდით” – რაზე ისაუბრეს ამერიკის და უკრაინის პრეზიდენტებმა

0
462
26 Views

ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ჯო ბაიდენმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს და Twitter-ზე წერს:

„ამერიკის პრეზიდენტთან ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი გვქონდა. დეესკალაციის კუთხით ბოლოდროინდელი დიპლომატიური ძალისხმევა განვიხილეთ და ერთობლივ სამომავლო ქმედებებზე შევთანხმდით. მადლობა გადავუხადე პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სამხედრო დახმარებისთვის. ასევე განვიხილეთ უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობები“

Cesko