“არ აპატიეს გადარჩენა და არ აპატიეს კარგი ამბავი..ყველაფერი თქვეს, რაც კი შეიძლებოდა ენიდან ამოსულიყო…”– ემიგრანტის უმძიმესი მიმართვა

0
1161
51 Views

საფრანგეთში მცხოვრები სოფია რაჭველი-ბასილაშვილი იტალიაში, რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებულ და დღეს ნაპოვნ სალომე ტეტუნაშვილთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს:

“ჩემს მეგობარს სახელს და გვარს არ დავასახელებ საქართველოში დაუდგინდა მეოთხე სტადია სიმსივნე..

მე პირადად ექიმს რომ ვაჩვენე მისი დასკვნები, მითხრა 3-4თვეზე მეტი ვერ იცოცხლებსო…

ხომ წარმოგიდგენიათ, რა დღეში ჩავვარდებოდი და არა მარტო მე ყველა..

მოკლედ, ავუკრიბეთ ფული, ყველას ვთხოვეთ დახმარება, გავუშვით ეს გოგო თურქეთში და საგანგაშო არაფერი აღმოჩნდა.

იმკურნალა, ბევრიც იწვალა, მაგრამ როგორც საქართველოში გადადეს გოგო სასიკვდილოდ ეგეთი არაფერი ქონია..

მაგრამ როცა ხალხმა გაიგო ეს ამბავი, რა მოხდა? არ აპატიეს გადარჩენა და არ აპატიეს კარგი ამბავი..

ყველაფერი თქვეს, რაც კი შეიძლებოდა ენიდან ამოსულიყო..

გოგო იმ დონეზე მიიყვანეს, ისიც კი თქვა, მერჩივნა მომკვდარიყავიო..

რატომ მოვყევი ახლა ეს ამბავი.. ამ დაკარგულ გოგოზე, რომელიც ასე განვიცადეთ, ათას სისულელეს ამბობენ რატომ? იმიტომ, რომ ცოცხალია.

იმიტომ რომ გადარჩა და ვაი და ვუის ვერ დაწერენ..

საშინელებებს წერენ და ფიქრობენ ასეთი არაფერი მინახია..

რამ გადაგრიათ ხალხნო, საიდან გაქვთ ამხელა ფანტაზიები..

სხვისი ოჯახის საქმე თქვენ უფრო კარგად როგორ იცით?

სხვისი სულიერი და ფსიქოლოგიური მდგომარეობა თქვენ როგორ იცით?

ამდენი მოსამართლე და გამომძიებელი ყველა როგორ ხართ???

ეს გოგო აზრზე რომ მოვა, შეიძლება ამასაც ანატრებინოთ სიკვდილი”, – წერს სოფია რაჭველი-ბასილაშვილი.

Cesko