საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე AMBEBI.GE განაგრძობს მეორე მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველების შესახებ ცნობების მოძიებას.
ქერჩის კომისიამ, რომელიც უკვე რამდენიმე წელია მეორე მსოფლიო ომის დრო დაკარგული უგზო-უკვლოდ დაკარგულებზე მუშაობს, იმ ქართველების სიას აწვდის, რომლებიც ნოვოროსიისკის აღებისას დაიღუპნენ. ბევრი მათგანის გვარ-სახელი სოფელ მიცხაკოს საერთო სასაფლაოს ობელისკზეა დატანილი, სადანაც კომისიის წევრმა სუსანა კირაკოზიანმა ამოიწერა და კომისიის მიერ მოძიებულ ინფორმაცის შეადარა. მათი ნეშთის ადგილსამყოფელის შესახებ ოჯახებს ინფორმაცია აქამდე არ ჰქონდათ.
ქალაქ ნოვორისიისკის სოფელ მიცხაკოში დაღუპულებს შორის ის გვარ-სახელებიც არის, ვის მონაცემებსაც მკითხველები კომენტარებში გვაწვდიდნენ და მათზე ინფორმაციას ითხოვდნენ.
მაშ ასე მკითხველს ვთავაზობთ ახალ სიას, რომელშიც შეიძლება თქვენი ოჯახის წლების განმალობაში დაკარგული წევრი ან ახლობელი ამოიცნოთ;
გიორგი გაბუჩია (ან გაბეჩია) ლუკას ძე – დაბადებული 1916 წელს, ბათუმში. დაიღუპა 1943 წლის 6 თებერვალს.
იოსებ ივანეს ძე ბაგადაძე – დაბადებული 1898 წელს დუშეთის რაიონის სოფელ ეთვალისში. 1942 წლის დეკემბრამდე ითვლებოდა უგზო-უკვლოდ დაკარგულად, თუმცა ნოვოროსიისკში, სოფელ მიცხაკოს საერთო სასაფლაოზეა დაკრძალული.
შალვა ვასილის ძე ბანტურიძე – დაბადებული 1910 წელს ამბროლაურის რაიონის სოფელ ურეკში. 1943 წლის ივლისიდან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, თუმცა დასაფლავებულია, ნოვოროსიისკში, სოფელ მიცხაკოს საერთო საფლავზე.
უშანგი ნესტორის ძე აბესაძე – დაბადებული 1924 წელს, ჭიათურის რაიონის სოფელ ხრეთში. უმცროსი სერჟანტი. დაიღუპა 1943 წლის 25 მაისს.
ალექსანდე აბდულაშვილი – დაბადებული 1900 წელს წალკის რაიონის სოფელ კუშჩში. გვარდიის სერჟანტი. დაიღუპა 1943 წლის 18 მაისს.
ნიკოლაი მაიბროტის ძე აზნიაშვილი – დაბადებული 1895 წელს თელავის რაიონის სოფელ კისისხევში.
ლადო ვლადიმერის ძე გრამიტოს (პირად დოკუმენტაცაში წერია გრაშიტო) ალავიძე – დაბადებული 1895 წელს, ცაგერის რაიონის სოფელ საირმეში. აქამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. დასაფლავებულია სოფელ მიცხაკოში.
არკადი ვასილის ძე ალიმაშვილი – დაბადებული 1899 წელს. უფროსი სერჟანტი, დაიღუპა 1943 წლის 23 აპრილს ქალაქ სტალინოში (ახლანდელი დონეცკი). დასაფლავებულია სოფელ მიცხაკოში.
სოსო (იოსებ) დავითის ძე ამირანაშვილი – დაბადებული 1914 წელს, მცხეთის რაიონის სოფელ გოლოვანში, ნალვორანთ კარი. დაიღუპა 1942 წლის მაისში, ნოვოროსიისკში, სოფელ მიცხაკოში. გულის ჯიბეში, პირად დოკუმენტებთან ერთად უპოვეს ფოტო, რომელზეც ქალია გამოსახული, წარწერით – დედა.
რომან ილიკოს ძე ბაღაშვილი – დაბადებული 1892 სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბეში. დაიღუპა 1943 წლის 18 იანვარს.
ზაურბეკ გუდოს ძე ვანიშვილი – დაბადებული 1924 წელს, თელავის რაიონის სოფელ ამინში.
მიხეილ გიორგის (ან გრიგორის) ძე სონღულაშვილი – დაბადებული 1919 წელს თბილისში, სოფელ დიღომში. წოდება – სერჟანტი. ოცეულის მეთაური. დაიღუპა 1943 წლის 12 ივნისს.