თურქეთს დაიკავებს რუსეთი, თურქეთი კი გაქრება რუქიდან, იმიტომ, რომ მათი ერთი მესამედი გაქრისტიანდება. 1/3 დაიღუპება და 1/3 გაემართება მესოპოტამიისაკენ. შუააღმოსავლეთი ომის სცენად იქცევა, რომელშიც რუსები მიიღებენ მონაწილეობას. ბევრი სისხლი დაიღვრება, ჩინელებიც კი გადმოლახავენ ევფრატის მდინარეს, ეყოლებათ რა 200 000 000 მილიონიანი არმია და იერუსალიმამდე მივლენ. ამ მოვლენების მოახლოების ნიშანი იქნება ომარის მეჩეთის დანგრევა, რადგან მისი დანგრევა ნიშნავს სოლომონის ტაძრის აღდგენის დასაწყისს რომელიც ზუსტად იმ ადგილზე იყო აშენებული.
კონსტანტინოპოლში დიდი ომი მოხდება რუსებსა და ევროპელებს შორის და ბევრი სისხლი დაიღვრება. საბერძნეთი არ ითამაშებს პირველხარისხოვან როლს ამ ომში, მაგრამ მას კონსტანტინოპოლს მისცემენ, იმიტომ კი არა რომ საბეძნეთს ეთაყვანებიან რუსები, არამედ იმიტომ არ მოიძებნება უკეთესი გამოსავალი და მოელაპარაკებიან ბერძნებს, მათზე დიდი დაწოლა იქნება გარემოებათა მხრიდან. ბერძნული არმია ვერ მოასწრებს იქ მისვლას, რომ კონსტანტინოპოლი მას გადაეცემა. ებრაელებს ევროპელების მხარდაჭერა ექნებათ და იმდენად გაამაყდებიან, რომ შეეცდებიან ევროპის მართვას, მაშინ 1/3 ებრაელი გაქრისტიანდება.
როდესაც გაიგებთ, რომ ევფრატის წყლებს თურქები კეტავენ ხელოვნური წინაღობით(პლოტინა) და სარწყავად იყენებენ, იცოდეთ, რომ უკვე იწყება მზადება მესამე მსოფლიო ომისათვის და მზადდება გზა ორასმილიონიანი ჯარისათვის. ევფრატი უნდა დაშრეს, რათა უამრავმა ჯარმა შეძლოს გავლა.
ალოის ირმაიერის ხილვა მესამე მსოფლიო ომზე:
ყველაფერი იწვოდა, ყველა ყვიროდა შალომ! ვხედავ დიდებული ვარდება, მის გვერდით სისხიანი დანა დევს. ორი კაცი მოკლავს მაღალი რანგის პერსონას. ერთი მკვლელი დაბალი შავთმიანია, მეორე ქერაა ცოტა მაღალი. იცინი დაქირავებულნი იქნებიან. ამ მკვლელობის შემდეგ გაჩაღდება ახალი ახლოაღმოსავლეთის ომი. ხმელთაშუაზღვაში მოხდება სხვადასხვა სამხედრო–საზღვაო ბრძოლები, დაძაბული სიტუაცია იქნება. ვხედავ სამ ციფრს: ორ რვიანს და ცხრას, მაგრამ არ ვიცი რას აღნიშნავენ, რომელ დროს მივაკუთვნო ისინი. ომი გამთენიისას დაიწყება და მოვა მოულოდნელად. შავი ჯარი მოვა აღმოსავლეთიდან, ყველაფერი სწრაფად მოხდება. ვხედავ სამიანს, მაგრამ არ ვიცი რას ნიშნავს, იქნებ სამ დღეს ან სამ კვირას. ეს ეხება ოქროს ქალაქს. ომის წინა წელი ძალიან უხვმოსავლიანი იქნება, ხოლო ზამთარი რბილი.
გაერთიანებული ჯარი მარშით გაივლის აღმოსავლეთიდან ბელგრადამდე, ხოლო შემდეგ იტალიისაკენ დაიძრებიან. შემდეგ სამი ჯარი ელვის სისწრაფით, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაიძრება ჩრდილო დუნაის მიმართულებით მდინარე რეინისაკენ. პირველი ბავარიის ტყესთან გამოჩნდება, ჩრდილო მიმართულებით, დუნაის გასწვრივ. მეორე არმია მოვა აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ საქსონიის ზემოთ რურას აუზთან. მესამე, მოვა ჩრდილო–აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ და გაივლის ბერლინზე. რუსები არსად არ გაჩერდებიან, დღე და რამე ისინი შეუჩერებლივ იმოძრავებენ მიზნისაკენ, რურას აუზისაკენ. მოსახლეობა პანიკაში გაიქცევა დასავლეთისაკენ. მანქანები ჩახერგავენ გზას და დაბრკოლებას შექმნიან ტანკებისათვის. ვერ ვხედავ ვერანაირ ხიდს დუნაიზე რატიზბონას ჩრდილოეთით. განადგურებული ფრანქფურტი უკვე აღარ ჰგავს დიდ ქალაქს. რეინის დაბლობი დაცარიელებულ იქნება, ძირითადად ჰაერიდან.
ვხედავ დედამიწას როგორც ბურთს და მასზე თვითმფრინავების საჰაერო გზებს, რომლებიც ზემოთ მიფრინავენ, როგორც თეთრი მტრედების ჯგუფი. “დიდი წყლიდან” დაუყოვნებლივ მოვა შურისძიება. ამავე დროს “ყვითელი ბოლი” მიაღწევს ალიასკასა და კანადას, მაგრამ შორს არ წავა….
ისევ ვხედავ თვალწინ დედამიწას, როგორც ბურთს, რომლის ზემოთაც თეთრი მტრედები მიფრინავენ. დიდი რაოდენობით მტრედებო სილიდან ზემოთ აფრინდნენ და მაშინ ჩამოვარდა ყვითელი მტვერი. ეს მოხდება თბილ ღამეს, როდესაც ოქროს ქალაქი განადგურდება. თვითმფრინავები ყვითელ მტვერს ჩამოყრიან შავ ზღვასა და ჩრდილო ზღვებს შორის. გაჩნდება სიკვდილის ზოლი, ზღვიდან ზღვამდე, ნახევარი ბავარიის სიგანით. იქ სადაც მტვერი დაეცემა – ყველაფერი მოკვდება, თითოეული ხე და ბუჩქი, ბალახი, ცხოველები, ყველაფერი გახმება და გაშავდება. სახლები მთლიანი დარჩება. მტვრის ყვითელი ზოლი მიაღწევს ყურეს ზემოთ მდებარე ქალაქებამდე. ეს გრძელი ზოლი იქნება, მაგრამ მე არ ვიცი ეს რა არის და ამიტომ არ შემიძლია მასზე უფრო ზუსტად წერა. ვინც ამ ზოლს გადავა მოკვდება. ისინი ვინც იქნებიან ერთ მხარეს, ვერ შეძლებენ მეორეზე გადასვლას. ამიტომ შემტევი ჯარები დაიშლებიან. ისინი იძულებულნი იქნებიან ჩრდილოეთისაკენ წავიდნენ. ყველაფერს რაც თან ექნებათ გადაყრიან. არავინ იქ აღარ დაბრუნდება. რუსეთის მომარაგება შეწყდება.
ორი ჯარი იბრძოლებს დასავლეთიდან სამხრეთ–დასავლეთისაკენ. დივიზიები ჩრდილოეთისაკენ შემოუხვევენ და მოიგერიებენ მესამე არმიის შეტევას. აღმოსავლეთით ბევრი ტანკი იქნება, რომლებიც ისევ მიდიან, მაგრამ შიგნით მხოლოდ გაშავებული გვამები იქნება. იქ პილოტები ყრიან პატარა შავ ყუთებს, რომლებიც მიწაზე დაცემამდე ფეთქდება. მაშინ იფრქვევა ყვითელი და მწვანე ბოლი ან მტვერი. ყველაფერი, რასაც ეს მტვერი შეეხება მოკვდება, ადამიანი, ცხოველი, მცენარე. ეს იმდენად ძლიერი საწამლავია, რომ ადამიანები შავდებიან, ხოლო მათი სხეულები ძვლებს ჩამოჩებიან. ერთი წლის მანძილზე ვერავინ ვერ შევა ამ ზონაში, წინააღმდეგ შემთხვევაში სიცოცხლეს რისკავს. ამის გამო შეტევა რეინზე შეჩერებულ იქნება. სამი არმიის არცერთი ჯარისკაცი უკან არ დაბრუნდება. ინფიცირებულ ზონაში ბალახი უკვე აღარ გაიზრდება მაგრამ ადამიანები შეძლებენ ცხოვრებას.
ბუნებრივი კატასტროფის თუ სხვა რამის გამო რუსები იძულებულნი იქნებიან ჩრდილოეთისაკენ გაიქცნენ. რეინზე ვხედავ ნახევარმთვარეს, რომელსაც ყველაფრის გადაყლაპვა უნდათ. ისინი ჩრდილოეთით გაფრინდებიან, სადაც მესამე არმია უტევდა, რათა ყველაფერი გაანადგურონ. იქ ყველაფერი მკვდარი იქნება. ბოლო ბრძოლა კოლნის ახლოს გაიმართება.
ვხედავ აღმოსავლეთიდან მოფრენილ თვითმფრინავს რომელიც რაღაცას აგდებს დიდ წყლებში, და მაშინ რაღაც ძალიან გასაკვირი მოხდება. წყალი იმსიმაღლეზე აიწევა როგორც ციხესიმაგრე, და რასაც დაეცემა თან წაიღებს. მე არ ვიცი ეს რა არის ……. მიწისძვრა მოხდება და ინგლისის სამხრეთ ნაწილი ჩაიძირიბა. სამი ქალაქი განადგურდება: პირველი წყლით, მეორეზე, რომელიც ზღვის დონერზე მაღლაა განლაგებული მხოლოდ ეკლესიის გუმბათიღა გამოჩნდება, ხოლო მესამე მთლიანად განადგურდება. ყველაფერი ელვისებურად სწრაფად მოხდება.
ვხედავ სამ ზოლს – შეიძლება იყოს სამი დღე, კვირა ან თვე – ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება. კუნძულები ჩაიძირება, იმიტომ რომ ზღვა აბობოქრდება. ვხედავ დიდ ხვრელებს ზღვაში, რომლებიც შეივსებიან, როდესაც დიდი ტალღები უკან დაბრუნდებიან. ზღვის მახლობლად განლაგებული ლამაზი ქალაქი თითქმის მთლიანად ჩაიძირება ზღვაში, ჭუჭყში და სილაში. სხვა ქვეყნები რომლებიც ზღვასთან ახლოს მდებარეობენ, დიდი რისკის ქვეშ იქნებიან, ზღვა მშფოთვარე იქნება, ტალღები სახლის სიმაღლე, ისე აქაფდებიან თითქოს მიწის ქვეშ რაც იხარშება. კუნძულები გაქრება, ხოლო კლიმატი შეიცვლება. იანვარი იმდენად თბილი იქნება, რომ კოღოებოც კი იცეკვებენ. შეიძლება ეს სხვა კლიმატურ ზონაში გადასვლაა. მაშინ უკვე აღარ იქნება ნორმალური ზამთრები, ისეთები რომელიც ჩვენ ახლა ვიცით.
ომის დროს სიბნელე ჩამოწვება, რომელიც 72 საათი გაგრძელდება. დღის დროს ებნელება, სეტყვა მოვა, ელვა და ჭექაქუხილი იქნება, მიწისძვრები შეარყევენ მიწას. ამ დროს არ გამოხვიდეთ სახლიდან, მხოლოდ სანთლები აანთეთ. ჩამოაფარეთ ფარდები და არ გააღოთ ისინი. წყალი და პროდუქტები, რომლებიც მჭიდროდ დახურულ ჭურჭელში არ იქნება მოიწამლება და ასევე ის სურსათი რომელიც მინის ჭურჭელში იქნება. ყველგან სიკვდილია, მტვრით გამოწვეული, ბევრი ადამიანი მოკვდება. 72 საათში ყველაფერი მორჩება, მაგრამ ვიმეორებ: არ გახვიდეთ გარეთ, დაწვით მხოლოდ სანთლები და ილოცეთ. იმ ღამით მოკვდება უფრო მეტი ხალხი ვიდრე, ორივე მსოფლიო ომში. არ გახსნათ ფანჯრები 72 საათის მანძილზე. მდინარეებში იმდენად მცირე წყალი იქნება, რომ მათი გავლა ადვილი შესაძლებელი იქნება. საქონელი დაიღუპება, ბალახი გაყვითლდება და გახმება, ადამიანთა გვამები გაყვითლდებიან და გაშავდებიან. შემდეგ ქარი ღრუბლებს აღმოსავლეთისკენ წაიღებს.
ქალაქი რკინის გუმბათით საკუთარი ხალხის მსხვერპლი გახდება. ისინი ყველაფერს დაწვავენ, იქნება რევოლუცია, ხალხი გაველურდება. საკუთარი მოსახლეობა ცეცხლს წაუკიდებს ქალაქს, მაგრამ იმათ გამო არა ვინც აღმოსავლეთიდან მოვლენ. ძალიან მკვეთრად ვხედავ ქალაქი მთლიანად განადგურებულია. იტალიაშიც არ იქნება სიმშვიდე. აღმოსავლეთიდან მოსულნი ბევრ ხალხს მოკლავენ. პაპი გაიქცევა, ბევრი ღვთისმსახური მოკლულ იქნება, ბევრი ეკლესია დაინგრევა.
რუსეთში მოხდება რევოლუცია და სამოქალაქო ომი. იქნება ბევრი გვამი ქუჩებში, არავინ არ მიხედავს მათ. რუსები ისევ ირწმუნებენ ღმერთს და მიიღებენ ჯვრის ნიშანს. მმართველები თავს მოიკლავენ და ამით ჩამოირეცხავენ სისხლიან დანაშაულს. ვხედავ, როგორ ირევიან ერთმანეთში წითელი და ყვითელი მასები, წარმოიშობა ბუნტი და საშინელი მკვლელობები. მაშინ იმღერებენ საახალწლო სიმღერებს და დაანთლებენ სანთლებს ხატებთან. ქრისტიანების ლოცვით ჯოჯოხეთის ურჩხული დამარცხდება, უამრავი ახალგაზრდა ადამიანი ირწმუნებს ღვთისმშობლის შეწევნას, დახმარებას.
გამარჯვების შემდეგ იმპერატორს გვირგვინს დაადგავს პაპი. რამდენად დიდხანს გაგრზელდება ეს ყველაფერი მე არ ვიცი. ვხედავ სამ ცხრიანს, მესამეს მოაქვს მშვიდობა. როდესაც ყველაფერი დამთავრდება ადამიანთა ნაწილი დაიღუპება, ხოლო დანარჩენებს ღვთის შიში გაუჩნდებათ. კანონები რომელთაც სიკვდილი მოაქვთ ბავშვებისთვის, გაუქმდება. მაშინ დამყარდება სიმშდვიდე. ვხედავ სამ მანათობელ გვირგვინს, გამხდარი ხანშიშესული ადამიანი იქნება ჩვენი მეფე. სამხრეთითაც ისევ გამოჩნდება “ძველი გვირგვინი”. პაპი დაბრუნდება და იგლოვებს დაღუპულ ძმებზე.
ამ მოვლენების შემდეგ მოვა ხანგრძლივი და ბედნიერი დროის მონაკვეთი. ისინი, ვინც ცოცხლები დარჩებიან ძალიან ბედნიერები იქნებიან. ადამიანები დაიწყებენ ახალ ცხოვრებას იქ, სადაც იწყებდნენ მათი წინაპრები.
წყარო: https://exclusivetv.ge/