(ვიდეო) “უგულავასთან ვერ ვიკამათებ, იმიტომ რომ გავუბრტყელებ სახეს, როგორც კი ვნახავ” – რატომ ემუქრება ლუკა კურტანიძე გიგი უგულავას

0
1295
32 Views

“გიგი უგულავასთან ვერ ვიკამათებ, იმიტომ რომ გავუბრტყელებ მაგ სახეს როგორც კი პირველად მას მე ვნახავ,” – ეს განცხადება ლუკა კურტანიძემ “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში საუბრისას გააკეთა.

მან გადაცემაში “დროული კითხვები” სტუმრობისას ოპოზიური პოლიტიკოსის საპროტესტო აქციებზე სიტყვით გამოსვლის დროს გაკეთებული მწვავე განცხადებები გაიხსენა და განაცხადა, რომ გიგი უგულავას საზოგადოებისთვის ბოდიში აქვს მოსახდელი.

“გიგი უგულავა, რომელიც ათასობით მომიტინგისა და დემონსტრატის წინ სიტყვით გამოდის და ამ ხალხს აგინებს, აი ამ ადამიანს როგორ უნდა ჰქონდეს უფლება, რომ მან საზოგადოებასთან ისაუბროს. შემდეგ კი მე დაბატებში დამიჯდეს. ძალიან კარგია, რომ ისეთ ადამიანებთან ერთად ვზივარ, რომლებთან, აზრთა სხვადასხვაობის გამო ვკამათობ. მაგრამ, მე გიგი უგულავასთან ვერ ვიკამათებ იმიტომ, რომ გავუბრტყელებ მაგ სახეს როგორც კი პირველად მას მე ვნახავ. ამას გადატანითი მნიშვნელობით ვამბობ იმიტომ, რომ პოლიტიკოსი და ყოფილი მერი, ჩემს ოჯახს, რომ შეაგინებს შემდეგ ბოდიში უნდა მოიხადოს. ბოლოს და ბოლოს, თუ პოლიტიკაში ემოციით რაღაც წამოცდა, ამისთვის მან საზოგადოებას მაინც უნდა მოუდობიშოს. მაგრამ, რა წამოცდენაა, ადამიანი გამხეცებულია, როდის ეცემა ხელისუფლებას,” – განაცხადა ლუკა კურტანიძემ.

იხ: ვიდეო:

 

Cesko