“მითხრეს, რომ ჩემი აღშფოთება უნდა ყოფილიყო რეალური” – რომელი 3 სუსტი წერტილია საქმეში? – ნიკა გვარამია

0
620
25 Views

ნიკა გვარამიამ სუს-დან გამოსვლის შემდეგ, სადაც მისი გამოკითხვა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა, შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზების საქმესთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ როგორც უსაფრთხოების სამსახურში განუმარტეს, დასახელებულმა პირებმა საქართველო დატოვეს, რადგან არ დადასტურდა, რომ ისინი ქვეყანაში “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის ლიკვიდაციისთვის იყვნენ შემოსულები.

ნიკა გვარამია:

“საქმეს აქვს 3 სუსტი წერტილი, მათ შორისაა ის ბრიფინგი, რომელიც უწყებამ რამდენიმე თვის წინ ჩაატარა და პირდაპირ თქვა, რომ ქვეყანაში ჩემი და სხვა ჟურნალისტის ლიკვიდაციისთვის ადამიანები შემოვიდენენ. ამაზე მივიღე ახსნა-განმარტება, რომ ეს იყო ოპერატიულად საჭირო, მე ვუთხარი, რომ ჩემთვის მაინც გეთქვათ, რეალურად ჩემთვის ეს არ იყო მარტივად აღქმადი. მითხრეს, რომ თქვენი აღშფოთება უნდა ყოფილიყო რეალური.

მეორე – ადამიანი ერთ ერთი, გაგიევი, რომელიც შემოსული იყო ქვეყანაში გულის პრობლემების მოსაგვარებლად, არ ფიქსირდება არც ერთი მისი ვიზიტი ექიმთან, საქართველოში ყოფნის განმავლობაში

მესამე- ჩემთვის მთავარია ის, რომ გაგიევთან მანამდე, მარტში, ჩემი მეზობლისგან ეთნიკურად ოსისგან, რომელიც რუსეთში ცხოვრობს და ჩემ კორპუსში ჩამოდის ხოლმე დედასთან და მე მას არ ვიცნობ, ფიქსირდება ზარი გაგიევთან. ეს ზარი არის 3 წამიანი, მაგრამ მე ეს არაფერს არ მეუბნება. შეცდომის ვერსიას ავითარებს კონტრტერორისტული სამსახური, თუმცა ის, რომ სამწამინი იყო ეს ზარი, აუცილებლად ამას არ ნიშნავს, რომ ვინმეს შეეშალა. ეს ზარი შეიძლებოდა ყოფილიყო მარტივი სიგნალი კონკრეტული მოქმედების, წინასწარ შეთანხმებული.”

მისი განცხადებით, გამოკითხულია ყველა, მათ შორის ინფორმაციის წყაროც და მისი მეზობელიც, თუმცა რა თქვეს მათ, ეს უცნობია. ნიკა გვარამიას განცხადებითვე, ნახა ფირი, რომლითაც დასტურდება, რომ წყარო დახვდა საქართველოში შემოსულ პირებს. 

წყარო – მთავარი

Cesko