“ამხილეთ ივანიშვილის ,,სეკრეტარშას” ღარიბაშვილის მთავარი დასაყრდენის საქმიანობა, გაბედეთ, გაბედეთ…” – კახა მიქაია

0
1382
25 Views

სამოქალაქო აქტივისტი, კახა მიქაია:

“თქვენ საკრებულოს თავმჯდომარე ხართ თუ ტაქსისტი?!
ასე მივმართე წლების წინ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაშინდელ თავჯდომარეს, ლაშა გოგიას, რომელსაც საკრებულოსთვის გამოყოფილი საწვავის დიდი რაოდენობით, არამიზნობრივ ხარჯვაში დავდე ბრალი.
ეს ის ლაშა გოგიაა, (შემდგომში ზუგდიდის მერი), რომელიც ამ მიმართვიდან სულ მალე, მის მოადგილე გია გულორდავასა და გუბერნატორ ლევან შონიასთან ერთად, კორუფციაში ვამხილე და ამ მხილების საფუძველზე, ისინი პროკურატურამ დამნაშავეებად სცნო.
დღეს კი, აუდიტის 46 გვერდიან სკანდალურ დასკვნას ყველა მედიასაშუალება საკუთარ ეთერში ატრიალებს და ზუგდიდის მერიას და მის თანამშრომლებს კორუფციაში ამხელს…

ძვირფასო მეგობრებო,
ზუგდიდის მერია რომ კორუფციის ბუდეა, ჩემთვის და ზუგდიდელებისთვის არახალია. წლებია მერიაში არსებულ კორუფციაზე და კორუმპირებულ ჩინოვნიკებზე, ფაქტებით ვესაუბრები საზოგადოებას…
თუმცა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.
დღეს ზუგდიდის მერიაში არსებული კორუფცია საერთო-სახალხო განხილვის თემაა.
თუმცა, არც მედიას და არც საზოგადოებას მაინცდამაინც არ უნდა გაუკვირდეს ზუგდიდში არსებული ამბები…
ზუგდიდში არა მხოლოდ ვირტუალური ყინულის სახლზე, არარსებულ ჰოკეის გუნდზე თუ გამოგონილ სამუშაო ადგილებზე დასაქმებულთათვის იხარჯება სახელმწიფო სახსრები, არამედ თავად ხელისუფლებაა ვირტუალური…
ამიტომ, ნურავინ ნუ გაოცდება, რომ ბოტანიკურ ბაღში (სადაც შესვლა უფასოა) ექვსი მოლარეა გაფორმებული და მერიის მომსახურე ავტომანქანების 100 ლიტრიანი ავზები 300 ლიტრ ბენზინს იტევს…
ახლა მთავარია, დაბალი რანგის ჩინოვნიკებზე არ გადატყდეს ჯოხი!
გამოიძიეთ და ამხილეთ პრემიერად წოდებული ივანიშვილის ,,სეკრეტარშას” ირკ. ღარიბაშვილის მთავარი დასაყრდენის, ორგზის პარლამენტარის, ედიშერ თოლორაიას საქმიანობა, მის გარეშე მერიაში არაფერი არ წყდება! დაინტერესდით ,,ნახვაწად” წოდებული ზუგდიდის ახალი მერის, მამუკა წოწერიას ,,მოღვაწეობით” და საერთოდ, გაბედეთ, გაბედეთ სიმართლის დადგენა და ყველა დანაშაულის გამოძიება და გასაჯაროვება, რაშიც პირადად მე, დიდი ეჭვი მეპარება. ივანიშვილის ხელისუფლება კორუფციაზე დგას და დარწმუნებული ვარ, იდგება მანამ, სანამ ივანიშვილი თავისი ,,სეკრეტარშებით” ხელისუფლებაში იქნება!!!

და ბოლოს, მოლარეების ხელისუფლება, ,,ქართუ ბანკის” ,,კასას” შეუძლებელია გასცდეს, შეუძლებელი…”

Cesko