გიორგი გასვიანი: „მაშინ ამის შესახებ ხმამაღლა არ გვითქვამს… რამდენიმე დღე დავაწვინეთ კლინიკაში…“

0
543
25 Views

გიორგი გასვიანი მეუღლის ფეხმძიმობისა და ახლად შეძენილი პატარას შესახებ ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრება და აღნიშნავს, რომ მარიტას ორსულობისას ერთი ისეთი ეპიზოდი გამოიარეს, რომლის შესახებაც მხოლოდ ახლა საუბრობს:
„ფეხმძიმობის პერიოდი ძალიან ტკბილი იყო, თუ არ ჩავთვლით იმ დღეებს, როცა მარიტას კოვიდი ჰქონდა. მაშინ ამის შესახებ ხმამაღლა არ გვითქვამს, თავიდან შეგვეშინდა, ვნერვიულობდით, რადგან მედიაში გვესმოდა, რომ ამ ვირუსით ფეხმძიმეები იღუპებოდნენ. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ლევან რატიანს, რომელიც გვერდით დაგვიდგა. მარიტა რამდენიმე დღე დავაწვინეთ კლინიკაში და საბედნიეროდ, ვირუსი მსუბუქად გადაიტანა, მერვე თვეში აიცრა კიდე და ყველაფერმა გართულების გარეშე ჩაიარა. სხვა მხრივ ფეხმძიმობამ მშვიდობიანად ჩაიარა. მარიტას განსაკუთრებული მოთხოვნები არ ჰქონია, არც ტოქსიკოზს შევუწუხებივართ…“
გიორგი გალას შესახებ ამბობს: „ორივეს გვგავს. რომ დაიბადა, ყველამ თქვა, გიორგის ჰგავს და მეც რომ ვუყურებ ჩემი ბავშვობის ფოტოებს, ვიმსგავსებ. მარიტასა და მარიტას ოჯახის წევრებსაც ჰგავს. სულ იცვლება და ვნახოთ, მაგრამ რომ ვუყურებ, ჩემს შვილში გენეტიკურ მსგავსებას ვხედავ და ამის გაცნობიერება ძალიან სასიამოვნოა…“

Cesko