“საქართველო საერთოდ წაიშლება არა მარტო პოლიტიკურ, არამედ კულტურულ რუკაზე” – გია ბუღაძე

0
708
31 Views

“ეს კიდევ ერთი ნიშანი იქნება და საქართველო საერთოდ წაიშლება არა მარტო პოლიტიკურ, არამედ კულტურულ რუკაზე”, –  ასე ეხმაურება მხატვარი გია ბუღაძე კულტურის სამინისტროს მხრიდან დაწყებულ საკადრო ცვლილებების პროცესს.

მისი თქმით, ის რაც ხდება კულტურის სამინისტროს გარშემო ხდება, პირდაპირი ნიშანია იმისა, რომ საერთოდ უნდათ დაანგრიონ ეს სფერო.

“სადამდე შეიძლება წავიდეს, ის რაც ხდება კულტურის სამინისტროს გარშემო და რასაც აკეთებს დღევანდელი ე.წ. კულტურის მინისტრი. ნანა ბურჭულაძე, ამ დონის სპეციალისტის გაშვება, პირდაპირი ნიშანია იმისა, რომ საერთოდ უნდათ დაანგრიონ ეს სფერო.

გამოსავალს ვხედავ ერთადერთში, უნდა დამთავრდეს ეს ხელისუფლება, ქოცები უნდა წავიდნენ, სხვა გზა არაა, თორემ მართლა ჩამოგვექცევა ეს ქვეყანა თავზე და რეალურად არაფერი დაგვრჩება…

ეს კიდევ ერთი ნიშანი იქნება და საქართველო საერთოდ წაიშლება არა მარტო პოლიტიკურ, არამედ კულტურულ რუკაზე” – განაცხადა გია ბუღაძემ.

ცნობისათვის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან რამდენიმე ადამიანი სამსახურიდან გაათავისუფლეს. 

Cesko