დღეიდან, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ექვს მუნიციპალიტეტში, პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ ოფისებს ოფიციალურად ხსნის და ფუნქციონირებას იწყებს. პირველი ოფისი ზუგდიდში, გამსახურდიას # 32-ში უკვე გაიხსნა, რომელსაც გია გულუა უხელმძღვანელებს. დანარჩენი ოფისები კი, აბაშაში, ხობში, მარტვილში, წალენჯიხასა და მესტიაში გაიხსნება, რომლებიც ასევე დღეიდან ამუშავდება.
დღის განმავლობაში შედგება შეხვედრები პარტიის ლიდერებსა და ოფისების ადმინისტრაციულ ჯგუფებს შორის, სადაც საუბარი სამოქმედო გეგმებსა და საორგანიზაციო საკითხებს შეეხება.
შეგახსენებთ, „ალტ-ინფოს“ ჯგუფმა პარტიის ყრილობა 20 ნოემბერს გამართა. ყრილობას 300-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა, რომელთაც პარტიის ხელმძღვანელობა აირჩიეს. „კონსერვატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ზურაბ მახარაძე გახდა, ხოლო პარტიის გენერალური მდივანი გიორგი ქარდავაა. პარტიის მმართველი საბჭოს წევრები არიან: ირაკლი მარტინენკო, ირაკლი მორგოშია, გიორგი ქარდავა და ვასილ გვილია.
სარევიზიო კომისიაში შედიან ემრე ქუჩუქი, გიორგი მორგოშია და ალექსანდრე ქარდავა.