კოკო გამსახურდია: ,,წამლავენო… ცოტნეს მკურნალობა ღარიბაშვილის კონტროლქვეშ არის”

0
939
49 Views

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსაურდიას მეუღლე, მანანა არჩვაძე-გამსახურდია თვლის, რომ მის ვაჟს, ცოტნეს, რომელიც ამჟამად წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრში გადის სამკურნალო კურსს, წამლავენ. ის თავის მომხრეებთან ერთად ცენტრთან მივიდა და განაცხადა, რომ შვილი იქიდან უნდა წაიყვანოს.

მის ამ აქციას პირველი პრეზიდენტის ვაჟი, კონსტანტინე (კოკო) გამსახურდია გამოეხმაურა და დაწერა:

,,ქალ­ბა­ტო­ნის” ობ­სე­სი­ურ­მა და ბო­რო­ტი ში­ზოფ­რე­ნი­ით სნე­ულ­მა სექ­ტამ, რო­მე­ლიც დიდი ხა­ნია უხე­შად ერე­ვა ცოტ­ნეს მკურ­ნა­ლო­ბა­ში და გაჰ­ყი­ვის, თით­ქოს მას ორი წე­ლია მკურ­ნა­ლო­ბის მა­გივ­რად წამ­ლა­ვენ, სცა­და მი­ტინ­გის მო­წყო­ბა წე­რო­ვა­ნის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრთან.

,,ჩვენ უნდა წა­ვიყ­ვა­ნოთ ცოტ­ნე”, იყო მათი მო­თხოვ­ნა. “აქ­ცი­ის” მო­ნა­წი­ლე­ე­ბი მე­გა­ფონ­ში გაჰ­ყვი­როდ­ნენ, იგი­ნე­ბოდ­ნენ, იწყევ­ლე­ბოდ­ნენ და კა­რე­ბის შემტვრე­ვას ცდი­ლობ­დნენ. წე­რო­ვა­ნის მა­ღა­ლი დო­ნის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი გან­ცვიფ­რე­ბულ­ნი შეჰ­ყუ­რებ­დნენ ამ სა­ნა­ხა­ო­ბას. სა­ჭი­რო გახ­და და­მა­ტე­ბი­თი დაც­ვის გა­მო­ძა­ხე­ბა.

მომ­ხვდუ­რებს პო­ლი­ცი­ის მხრი­დან გა­ნე­მარ­ტათ, რომ სამ­ხედ­რო ბა­ზებ­თან ან ობი­ექ­ტებ­თან, სა­დაც ჯა­რის­კა­ცე­ბი გა­დი­ან რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას, და­უშ­ვე­ბე­ლია მი­ტინ­გი, მე­გა­ფო­ნე­ბის აგ­რე­სი­უ­ლი ხრი­ა­ლი და ხმა­უ­რი. და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლებს კი 15-დღი­ა­ნი სა­კა­ნი ემუქ­რე­ბათ. ამის შემ­დეგ მათ დასტო­ვეს იქა­უ­რო­ბა.

სექ­ტან­ტე­ბი თავს ისუ­ლე­ლე­ბენ, თით­ქოსგი­ორ­გი გამ­სა­ხურ­დია სა­ერ­თოდ არ არის საქ­მის კურ­სში. შე­გახ­სე­ნებთ, რომ გი­ორ­გი არის ცოტ­ნეს ოფი­ცი­ა­ლუ­რი მხარ­დამ­ჭე­რი ანას­თან ერ­თად და ჩვენ­თან ერ­თად თვალ­ყურს ადევ­ნებს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცესს. ცოტ­ნეს მკურ­ნა­ლო­ბენ სა­უ­კე­თე­სო რე­ა­ბი­ლი­ტო­ლო­გე­ბი. მისი მკურ­ნა­ლო­ბა აყ­ვა­ნი­ლია პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ღა­რი­ბაშ­ვი­ლის და თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის, ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძის, ასე­ვე ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს კონ­ტროლ­ქვეშ. ნუთუ მად­ლო­ბის მა­გი­ე­რია ასე­თი მო­ვარ­დნა და უშ­ვე­რი სი­ტყვე­ბით ლან­ძღვა-გი­ნე­ბა”.

Cesko