29 Views
არცერთი ტესტი მსოფლიოში 100%-იანი არ არის. მაგრამ ომიკრონის მიმართ კიდევ უფრო ნაკლებმგრძნობიარეა არსებული ტესტები, ვიდრე დელტა შტამის მიმართ, განსაკუთრებით სწრაფი ტესტები და განსაკუთრებით პირველ დღეს, როცა ვირუსის კონცენტრაცია ჯერ ორგანიზმში მაღალი არ არის. ამიტომ, შესაძლებელია, რომ ტესტმა, განსაკუთრებით სწრაფმა ტესტმა, PCR-ის შემთხვევაში ამის ალბათობა ბევრად ნაკლებია, სწრაფმა ტესტმა შეიძლება ვირუსი ვერ დააფიქსიროს. ამიტომ პაციენტებს ურჩევენ, რომ ტესტირება სიმპტომების გამოჩენიდან მეორე დღეს ჩაიტარონ და არა აუცილებლად პირველივე დღეს. მაინც შეიძლება იყოს და არის პაციენტების გარკვეული რაოდენობა, რომლებსაც ტესტი დადებითს ვერც მეორე და მესამე დღეს უჩვენებს, მაგრამ კოვიდის ჩვენებები არის. ამ მოქალაქეებს ვურჩევთ, რომ თვითონ მოიქცნენ ისე, როგორც კოვიდიანები და ექიმებსაც მივმართავ, რომ მოექცნენ მათ ისე, როგორც კოვიდიანებს. ამით არაფერს დაკარგავს არც პაციენტი და არც ექიმი, თუ მას არ ექნება კოვიდი და მოვექცევით როგორც კოვიდიანს – ლაპარაკია იზოლაციაზე. დარჩნენ სახლში, იყვნენ იზოლაციაში, თუ სიმპტომები აქვთ – 8 დღე და შემდეგ კიდევ 5 დღე ატარონ პირბადე
აღნიშნულის შესახებ ინფექციური პათოლოგიების ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.