ზახაროვა: პუტინის დარიგებით, დასავლეთი მუდმივად ძაბვის ქვეშ უნდა გვყავდეს, მოუწევთ ახალ წესებს შეეგუონ”

0
626
34 Views

პუტინის დარიგებით, დასავლეთი მუდმივად ძაბვის ქვეშ უნდა გვყავდეს, მოუწევთ ახალ წესებს შეეგუონ, – აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს იუბილე, 220 წელი, ემთხვევა “ცნობილ” ძაბვას, 220 ვოლტს.

“გახსოვთ თქვენ ალბათ, ცოტა ხნის წინ, ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საგარეო საქმეთა სამინისტროს კოლეგიის სხდომაზე გამოსვლის დროს, დაგვარიგა, რომ პარტნიორები, იგულისხმება დასავლეთის ქვეყნები, “საერთოდ ცნობილი ძაბვის ქვეშ” გვყავდეს, პირდაპირ ვციტირებ. რიცხვების მაგიამ, როგორც ჩანს, იწინასწარმტეტყველა, რომ ჩვენი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს იუბილე, 220 წელი, ემთხვევა “ცნობილ” ძაბვას, 220 ვოლტს. ასე რომ, ზოგიერთ დასავლელ პარტნიორს ახალ წესებთან შეგუება მოუწევს”, – აცხადებს ზახაროვა.

Cesko