,,ნუ დააგოიმებინებთ თავს ,,თელმიკოს”, მომმართეთ, დაგეხმარებით” – მიშკა ქუმსიშვილი

0
541
30 Views

ლეიბორისტული პარტიის წევრი, მიშა ქუმსიშვილი ,,თელმიკოსგან” დაზარალებულებს მიმართავს და დახმარებას პირდება.

,,დიდი დიღმის ერთ-ერთ კორპუსს ლიფტის და დერეფნების განათების გადასახადი 1155 ლარი მოუვიდა მაშინ, როდესაც აქამდე 200-300 ლარში მერყეობდა ხოლმე მუდმივად მათი დანახარჯი.

მას შემდეგ, რაც გაასაჩივრეს ,,თელმიკოში”, იბრძოლეს და ქვეყანა დააყენეს ფეხზე (მათ შორის არაერთხელ სატელევიზიო გამოსვლებშიც ვახსენე ეს შემთხვევა), ,,თელმიკომ” მოახდინა თანხის კორექტირება და 1155 ლარიდან 346 ლარზე ჩამოვიდნენ.,ანუ 809 ლარს ზედმეტად ახდევინებდნენ, წარმოდგიდგენიათ?!
და ვინც არ მიმართავს ,,თელმიკოს” საჩივრით და ვინც ამ ბიუროკრატიულ ომში არ ჩაერთვება, ყველას ზედმეტად გადაახდევინებენ და შეაწერენ თაღლითურად დარიცხულ თანხებს. ასე რომ, მეგობრებო, ვისაც ზედმეტი გადასახადი მოგივიდათ ელექტრო-ენერგიაზე, არ დატოვოთ უყურადღბოდ! დამიკავშირდით, მომწერეთ და დაგეხმარებით, როგორც შევძლებ. მინიმუმ საჩივრის შედგენასა და ბიუროკრატიულ ნიუანსებში დაგაკვალიანებთ ან თავად მივხედავ. ასევე გაავრცელეთ ეს ინფორმაცია, რომ ტყუილად არავინ დააგოიმებინოს თავი ამ ქურდებს.

მანამდე კი შეგახსენებთ, რომ შეტანილი გვაქვს პროკურატურაში სარჩელი ,,თელმიკოს” წინააღმდეგ სავარაუდო თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით და დაუყოვნებლივ ველოდებით გამოძიების დაწყებას!”.

Cesko