“როგორი ბოროტი, უჯიშო, უსინდისო უნდა იყო, რომ საათების გარდაცვლილი კაცი ლანძღო – ერთი მკვდარი რეზო ამაშუკელი გჯობიათ ყველას”

0
1990
55 Views

პუბლიცისტი ლაშა ამირეჯიბი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

როგორი ბოროტი უგვარსახელო, უჯიშო, უსისხლო, უსინდისო, შხამით და გესლით გასიებული უნდა იყო, რომ რამოდენიმე საათის გარდაცვლილი კაცი ლანძღო და გული მოიფხანო მისი ლანძღვა გინებით…

ამ თქვენი ლანძღვით რეზო ამაშუკელს ვერაფერს დააკლებთ. იგი იყო და დარჩება უძლიერეს ქართველ პოეტად.იგი საუკუნეები ემახსოვრება ქართველ მკითხველს!.

ერთი მკვდარი რეზო ამაშუკელი გჯობიათ ყველას ერთად აღებულ ბოროტ, შურიან მსხვილფეხა ხელოვნურად გამოყვანილ, ბოროტებაზე დამყნობილ პირუტყვის ჯოგს..ვერაფერს დააკლებთ მკვდარ რეზო ამაშუკელს!

 

Cesko