67 Views
სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:
“ჩემმა ევროპაში გაზრდილმა ძმისშვილებმა, საკუთარი თავი აღმოაჩინეს ერთ ქართულ გაზეთში, ჩემთან ინტერვიუს თანდართულ ფოტოებში.
ბავშვებმა სასწრაფოდ გამოთქვეს სურვილი, გაზეთისთვის ეჩივლათ, მათი ფოტოების უნებართვოთ გამოყენებისთვის.
როდესაც გაიგეს, რომ ნებართვა მე გავეცი, მაშინ შენ გიჩივლებთო. ჩემთან ფოტოების გადაღებას კი, ემბარგო დაადეს.
სულ მაინტერესებდა, “ქართველობას გვართმევენ“, რას ნიშნავს და მგონი ესაა!”