„არ გიშველით დღესასწაულებზე საკურთხევლის წინ დგომა და კელაპტრების აბრიალება…“ – ვის მიმართავს პეტრე კოლხი

0
604
30 Views

 პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს:

„უამრავი ადამიანი მწერს, შენს გვერდით ვარო…

ჩემს გვერდით არა, ყველა ერთად სიმართლის გვერდით დავდგეთ და არც უნდა გვჭირდებოდეს იმის თქმა, რომ მშივრები არ მოვკვდეთ და კომუნალურებმა გადაგვიყოლოს…

რა მნიშვნელობა აქვს რა მოგვიღებს ბოლოს-პანდემია თუ ჩვენი არაადექვატური ხელისუფლება…

ერი უნდა გამრავლდესო?! ეხმარება მრავალშვილიან ოჯახებს ეს მთავრობა?! გამრავლება მარტოა გამოსავალი, თუ შვილს ვერ ჩააცვი, ვერ დაახურე, ვერ ასწავლე და ქუჩაში გაუშვი ღვთის ამარა?!

რომელ წინსვლა და წარმატებაზე საუბრობენ, ამ სიღარაკის ფონზე?!

ის მაინც თქვი დალოცვილო, ვცდილობთ და არ გამოგვდის, ვიდრე თვალში ნაცარს მაყრი და მაბრმავებ?!

დიდი ხანია ფიზიკური თვალების იმედად არ ვარ, კიდევ კარგი, თორემ დაბრმავებაც კარგად გეხერხებათ…

არ გიშველით დღესასწაულებზე საკურთხევლის წინ დგომა და კელაპტრების აბრიალება… ღმერთი არ შეისმენს თქვენს ლოცვას… არა!..

როცა ზოგადი ფონი მძიმეა, გავიგე, რომ ყველამ ერთად უნდა გადავლახოთ, მაგრამ სათავეში ყოველთვის რომ კარგად ითბობენ ხელებს, დაბლა მდგომებმა ნერწყვი ყლაპონ?!

#არშეეგუოუსამართლობას!..

Cesko