“რამდენიმე სულგაყიდული “ჩინოვნიკის” გამო ნუ ავიმძაღებთ სულს! ჩვენ შეიძლება ვაგებთ ბრძოლებს, მაგრამ მოვიგებთ ომს!” – ლალი მოროშკინა

0
1570
49 Views
“ჩვენ შეიძლება ვაგებთ ბრძოლებს, მაგრამ მოვიგებთ ომს! იმიტომ რომ ყველაზე მაგრები, ნიჭიერები და უძლეველები ვართ!” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ლალი მოროშკინა წერს.

ლალი მოროშკინა 2021 წელს აფასებს და აცხადებს, რომ მიუხედავად ბევრი უარყოფითი მოვლენისა, ქართველი ერი ნიჭიერი და ძლიერია.

“რამდენიმე “პროცენტზე” გაყიდული ექიმის გამო, ნუ გადავუვლით საქართველოს, რამდენიმე სულგაყიდული “ჩინოვნიკის” გამო ნუ ავიმძაღებთ სულს, ყველას კარგად გვესმის, რომ დიდ ბიოლოგიურ ომში ვართ, რომელიც უფრო “მომგებიანი” აღმოჩნდა თვით ნარკოტიკის და იარაღის ბრუნვაზე!
ჩვენ შეიძლება ვაგებთ ბრძოლებს, მაგრამ მოვიგებთ ომს! იმიტომ რომ ყველაზე მაგრები, ნიჭიერები და უძლეველები ვართ!
სანამ ევროპა კანკალებდა, ჩვენ არნახული მეჯლისი მოვაწყვეთ, სანამ მსოფლიო გოდებდა ჩვენ “დავღეჭეთ” ოლიმპიადა და უმაგრესი რეზულტატით დავბრუნდით, ჩვენ ცეცხლი დავანთეთ ყინულზე და ოქრო წამოვიღეთ, ჩვენს ხმალს და რაპირას წამოეგო სრულიად მსოფლიო, პარაოლიმპიელებმა საოცრებები დაატრიალეს და საქმით დაამტკიცეს, რომ სულის სიძლიერე უზენაესია! ჭადრაკის დედოფალმა კვლავ იდედოფლა, ყველაზე მძიმე წონაც დაძლეულია!
ჩვენმა ბიჭებმა და გოგოებმა დაადუღეს მსოფლიო სცენები, ასეთი ხმები, ასეთი შესრულება, ასეთი თავგანწირვა.. ჩვენმა გენოფონდმა ფეხზე დააყენა მსოფლიო! მივიღეთ ჯილდოები მსოფლიო კინო ფესტივალებიდან! რა ქნას მეტი სამ მილიონიანმა ერმა? მართალია მავანთა აღწერით უკვე ჩინეთს გადავასწარი რაოდენობით, ღმერთმა ქნას რომ ასე იყოს! ისე კი მადლობა თითოეულ ჩვენგანს, ეს ჯიში უძლეველია! ბედნიერი კვირა ერო!” – წერს ლალი მოროშკინა.
Cesko