ემიგრანტი ალექსანდრე ყანთელაძე სოციალურ ქსელში აქტუალურ პოლიტიკურ თემაზე დაწერილ ლექსს ავრცელებს:
,,პოლიტ-ისტორიულ-სამხილებელ-შემეცნებითი”
რატომ ჰქვია მოღალატეს
გმირი?
იმიტომ,რომ (მოახერხეს)
გაგილაყეს ტვინი!
თავად ჯიპებს წამოაჯდნენ,
თქვენ კი არ გყავთ ვირი!
ისევ მათი როგორ გჯერათ,
რა ჯანდაბამ ,,გაგაშტერათ”?
ტაშსაც უკრავთ,ხმებსაც აძლევთ…
რა ნატო და რის ევროპა?
ბოდიში და ხომ არ (ან_ _ _ვთ?!)
აფრენთ?!
მასე მომქცევს,ჩვენ ენაზე,
ეწოდება მხოლოდ ბრიყვი!
ხოდა,ნუღარ გეწყინებათ,
როცა მწარეს ხშირად ვიტყვი.
მამული ხრეს!
ჯვარი ლეწეს!
დაიგრძელეს ენები!
საქილიკოდ გაიხადეს
ღმერთი,წმინდა მცნებები!
გული მტკივა,როცა ვხედავ
მათზე არ გაქვთ წყენები…
ცოტნეს ერმა,აბელადეთ
მეგობრების ,,ჩამშვები”…
აფრიალეთ ვისი დროშა?
საქართველოს საგანძურის
ევროპაში წამღების!
დამბრუნებელს ტალახს ესვრით,
წიგნის კითხვა თქვენ არ გინდათ,
წამკითხველთა თქვენ არ გესმით,
გონს მოეგეთ,სანამ ვინმე
მართლა ბომბს ან ,,ატომს” გესვრით!
ძვირფასი დრო იკარგება,
წლები სწრაფად გაფრინდა…
თქვენ რომ გნოლზე ჩაგასაფრეს,
დიდი ხნის წინ აფრინდა!
თქვენ ბადეში კალმახს ელით,
გამოგევსოთ ბაყაყით,
გონს მოეგეთ,ქართველებო!
გატყუებენ ლაქლაქით…
ევროპარლამენტმა გითხრათ:
,,პაპა გყავდათ სისხლისმსმელი,
რა ჰიტლერის ჯარისკაცი
და რა წითელ არმიელი!”
ეს სიგიჟეც დაიჯერეთ,
ხსოვნას ბილწავთ წინაპრის,
,,დიდგორობას” ვერ ზეიმობთ,
9 მაისს ხომ ვინ რად თვლის?!
ბაბუაჩემს ვინც შეეხო,
მოვდე კიდეც კეფაში!
ჰიტლერს ჰგავდა ფიზიკურად,
სიტყვითაც მას აქებდა,
,,დეზერტირის” შვილიშვილი,
აქეთ გვამუნათებდა!
გონებისა ვერას გეტყვით,
გაუნათდა თვალები,
ნაპერწკლებიც გადმოყარა,
ცრემლიც,მსხვილი,მრგვალები…
მერე,ლექსი წავუკითხე,
ნამგალზე და უროზე!
დედამისიც მივარითმე,
უნდა ,,ვიხმაუროზე”!
მათ ქებას მე ვერ ავიტან,
ვინც მომიკლა ბაბუა,
ასე ქცევა,მარტო ჩემი?
თქვენიც,ყველას ვალია!
მეცოდებით,უბადრუკნო,
ღმერთო,რა დაგმართნიათ?!
მოგებულთა შთამომავლებს,
ასე რად ჩაგისვრიათ?!
წაგებულთა ნაბიჭვრები
თავზე რად დაგისვიათ?!
მტრებს მეგობრად იხსენიებთ,
მოყვრებისკენ ტყვიას ისვრით,
კიდე მაგ გზით თუ იარეთ,
დამიჯერეთ,მთლად ჩაისვრით…
რად დაკარგეთ ქართველობა?!
ვაჟკაცობა მასე გესმით?!
დაძინებულ გამზავებელს,
ღამით ჩუმად ბომბს ვინ ესვრის?
გაგრძელების გახსენებით
გული მტკივა,სული მეწვის…
ვხედავ ცხედრებს უპატრონოდ,
ჩემი ძმების,გმირ ბიჭების!
როგორ კრეფავს თეთრწვერება
და
მხცოვანი პატრიარქი!!!
ამის მნახველ ქართველობას
როგორ უნდა გეშლებოდეთ,
ვინ ცუდია და ვინ კარგი?!?!?!
თბილისში კი ზეიმია!
არ აქვთ ქართველ
გვამთა დარდი!
გაუმართავთ ჭრელა-ჭრულა
ეშმაკების მასკარადი!
აბა,ხელი ხელს ჩავჭიდოთ,
შემოვავლოთ ქალაქს ჯაჭვი!
შოუ…ცირკი…დიდი ფარსი…
სხვა სახელი ამას არ აქვს!!!
ვერ გავრითმე,სხვა ვერ ჩავსვი…
იმ დღეს სულ მთლად დაეკარგა
სხვების თვალში ჩვენს ერს ფასი…
აბა ტაში! ჩქარი ტაში!
შეავსეთო ღვინით თასი,
პატივია,გვესტუმრნენო,
ევროპელთა ლიდერთ
დასი…
კეკლუცობენ ცრემლით
ყალბით,
არ ეძინათ თითქოს
ღამით,
აღარ იყვნენ ჩვენი
ჯავრით…
ეჰ,ცრუებო,თქვენი
რა ვთქვი!
არ ვიცოდე ვითომ
რა გრჯით.!
თქვენ რა გითხრათ?
მაშინ როცა,
საკუთარი მატყუებს
და
თვალში ურცხვად
ნაცარს მაყრის…
მტერი არც ჩანს,
ველზე მხოლოდ
ქარი დაქრის,
ცაში ბუზი
გაიფრენს
და
ჩვენი ,,მეფე”
მუცლით გარბის…
ცხრა წელში რომ
ცხრა ომს იწყებს,
ჯიბეს ივსებს,
ცხრავეს აგებს…
მერე ისე ასაღებს
რომ,
თითქოს ამით
მამულს არგეს!
ბაქიბუქობს,
ორი ცალი
,,კობრა” გვყავს
და
მალე მოსკოვს
ავიღებთო!!!
სხვის იმედად იჭიმება—
ამერიკა ჯარსაც მოგვცემს,
ფულად გრანტსაც ავიღებთო…
ვისზე მერე? ვის იმედად?
ცოტა ხნის წინ ყველამ ვნახეთ,
კასპიის ზღვის შუაგულიდან
,,მაგათ” როგორ გადასძახეს:
,,გაეროში დაგპირდითო!
თემას გვერდს არ ავუვლითო,
ყველას დედებს გიტირებთო!
ჩვენ ჩვენ სიტყვას ვასრულებთო!
დაეხსენით ჩვენ მეგობარს,
თორემ მწარედ იტირებთო!!!”
,,ნატო” უმალ გეგმას ადგენს,
სწრაფად საით გავიქცეთო,
მაგრამ განა ისე წავალთ,
მზაკვრულად არ მოვიქცეთო?!
ქურთს და თათარს დაუბარეს:
,,ჩვენ გავრბივართ,
თქვენ უჩვენოდ
არ დანებდეთ,იომეთო!”…
სირიაში ბომბი
სკდება………………
კასპიის ზღვიდან,
უპრობლემოდ,
ყველა მიზანს
ზუსტად სწვდება…
კრაზანების ბუდე იწვის,
საზიზღარი ომი წყდება…
მაგრამ რუსთა ჩარევამდე,
უამრავი ბავშვი კვდება!!!
,,სხვისი ჭირი,ღობეს ჩხირი”?
მალე რატომ გავიწყდებათ?—
ხუთი წელი თავთა მჭრელებს
ეთერში ვინ აშუქებდა?
ამ საზარლად ხალხის ჟლეტას,
,,დემოკრატია შეგვაქვსო”,
არ გახსოვთ,ვინ გასაღებდათ?!…
კავკასიის გული გვერქვა,
დღეს ,,სირცხვილი” გვეწოდება,
კადიროვი დაგვცინის და…
სიმწრით გული მეწურება!
აქვს სათქმელი,იქ ,,ლეზგინკას”
ცეკვავენ და ჩვენთან ,,ჭრელი”
აღლუმები იმართება…
და ქვეყანაც არაქართულ
კანონებით იმართება…
იქ სტუმარიც
მათ წესს იცავს…
ჩვენ კი,სტუმრის
წესი გვცვითავს…
მათ დაკრულზე
ვცეკვავთ,ვროკავთ,
როგორც ძაღლი,
პატრონს ვლოკავთ!!!
წინაპრები მკერდს უშვერდნენ,
მტრებს მამულში არ უშვებდნენ!
ტყვიას გულით აცივებდნენ,
მოსისხლეს არ აცინებდნენ!
თქვენ საჯდომნი გაიშიშვლეთ!
წაიკუზეთ,მტრებს უჩვენეთ!
ზედ ხელები იტკაცუნეთ!
ნაკაცრებო! იკაცუნეთ!
თქვენ სიმდიდრეს
გარეთ ზიდავთ!
სხვის შვილებს კი,
საზარბაზნე ხორცად
სწირავთ…
მაგრამ ღმერთი
არ გაწირავს,
ჩემ ერს,თქვენგან
განაწირავს!
დავით გარეჯს მიადექით…
ბერიაო,მკვლელიაო,
მისი რუკა მთხლეიაო!
აზერებო,გვიჩუქნია,
მონასტრები თქვენიაო!
სამაჩაბლო ქვა-ღორღია?!
აფხაზეთი ჭაობი?!
ამას როგორ გაჯერებენ?!
ტვინს მოგედოთ ხავს-ობი?!
,,შახი ” ,,ხალათს” ვის ჩააცმევს
მნიშვნელობა არა აქვს!
ან პარტიას რას დაარქმევს,
ამით ხედავთ სხვაობას?!
რასაც ერთი აკეთებდა,
იმას იზამს ყველა სხვაც!
არ დადებენ არასოდეს,
,,საქართულოდ” ქვაზე ქვას!
მოგვესწრება,ღვთის
წყალობით,
მათი ფრთების ჩამოყრა,
თაგვის საქმეს
არასოდეს გააკეთებს
ღამურა!
ცხვრის ქურქშია გახვეული
ავზნიანი მგელ-ტურა…
სახელები სხვა დაირქვეს,
ლამაზი და ბუნჩულა,
უკვე ღიად ამოქმედდა
ჩვენი მტრის აგენტურა!
ძაღლი არსად აღარ დარჩა,
ყველგან ყეფენ კატები,
მათ გმირობას ვინც იჯერებთ,
ყველას გქვიათ ბატები!
ვინც აქ თქვენ თავს
დაინახავთ,
გეწყინებათ ვიცი,
უებარი წამალია
მაგ დროს
წყალი ცივი…
ზოგი გულში დამლოცავს,
და
ზოგიც აუგს იტყვის…
გაიხსენეთ წიწამური,
სანამ რამეს იტყვით,
სიმართლის თქმას ვაჟკაცები
მხოლოდ ტყვიით ვიშლით…
,,ილიობას” არ ვჩემულობ,
მე კაცი ვარ უბრალო…
ბრიყვი ბატი ვერ ვიქნები,
დიდება შენ,უფალო!
ცოტა ნიჭი ღმერთმა მომცა,
ცოტა წიგნიც ვიკითხე,
ცოტა ჩემი თვალით ვნახე,
ცოტა სხვას მოვუსმინე,
ცოტა ტვინიც გავანძრიე,
ლოგიკურად ვიმსჯელე…
მერე,მუზებს რითმა ვთხოვე,
კალამი მოვიმარჯვე,
სიმორცხვეზე გავიმარჯვე!
დროს მოვტაცე დრო,
გვერდზე დავდე,
სადაც შემხვდა
,,მაგრამი” და ,,რომ,”
ქვეყანაზე რა გამოლევს,
მჯობნის-მჯობნის-მჯობს?!
სხვამ მისი თქვას,
მე გიყვებით
ჩემი სულის ომს!
საქართველო,მელას
რომ ჰგავს,
მინდა ჰგავდეს ლომს!
შენ მკარნახობ,
მე ვწერ მხოლოდ,
მიჭირს,მაგრამ
შენი მწამ,და
ისე ვცხოვრობ…
თუ ვცრუობდე,თუკი ვიყო
სხვისი ,,გუდის”,,მესტვირე”!
არ დამინდო,არ დამზოგო,
შემრისხე და გამწირე!
არ მაღირსო ჩემი მიწა,
ასე მონატრებული!
უცხოეთში გააჩერე
გული ჩემი,
შენით აძგერებული…
ან თუ ,,ვერცხლი” შევიყვარო,
ან როდესმე ტყუილი ვწერო,
ან სხვა ღმერთი თუ ვიწამო!
ან ფულისთვის,
ან ,,სკამისთვის”,
სტრიქონების გასარითმად,
ან დრო ვხარჯო,ან ვიღვაწო…
(ხოლო სხვამ თუ
ცილი მწამოს,
მომიტევე,
თუ დავსაჯო…
თუ სიმართლე
არ იწამოს,
მაპატიე,თუ
განვსაჯო…
ბრიყვ-ტუტუცთა
მადგას ,,ჯარი,”
უზნეობა
სახელია,
სიბეცე კი
მათი გვარი…
ამ ,,ფეისში”
არ ხერხდება
გადავკეტო
მათთვის ,,კარი”)…
ალ.ყანთელაძე
02.02.2021
ათენი
04:34