ის რომ ლექსო სიაში შეიყვანეს, ნიშნავს, რომ 5 ივლისის სპეოპერაციის შემოქმედებს და დამგეგმავებს პასუხისმგებლობა არ ასცდება – ინგა გრიგოლია

0
748
43 Views

UNESCO-მ “ტვ პირველის” გარდაცვლილი ოპერატორი 2021 წელს მოკლულ ჟურნალისტთა  სიაში შეიყვანა. 

მონაცემები ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ლაშქარავა 5 ივლისს დაშავდა და ამის გამო 11 ივლისს გარდაიცვალა.

“ტვ პირველის” ტელეწამყვანი, ინგა გრიგოლია არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლება UNESCO-ს მოკლულ ჟურნალისტთა სიიდან ლექსო ლაშქარავას სახელის ამოღებას შეეცდება. ინგა გრიგოლიას თქმით, ამ სიაში მოხვედრა ნიშნავს, რომ საქმეზე სამართლებრივი პასუხისმგებლობა აუცილებლად დადგება.

ის რომ ლექსო შეიყვანეს მოკლულ ჟურნალისტთა სიაში მეტყველებს იმაზე, რომ დადგება დრო, როდესაც სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ ასცდება 5 ივლისის სპეოპერაციის შემოქმედებს და დამგეგმავებს, რომლებიც დღეს სხედან ხელისუფლებაში. მე მაქვს ეჭვი, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ როგორმე ამ სიიდან იქნას ამოღებული ლექსო ლაშქარავას სახელი და გვარი “, – ამბობს ინგა გრიგოლია.

Cesko