„რუსთაველის თეატრში რომ შემოიხედოთ, ისეთი შოკია… ყველა თავის კუთხეში ტირის…“ – რა ხდება ნიკას გარდაცვალების შემდეგ თეატრში?

0
926
37 Views

5 იანვრის დილას, მსახიობი ნიკა ქაცარიძე 43 წლის ასაკში, გულის შეტევით, საკუთარ სახლში გარდაიცვალა… მას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა, მეუღლე, დედა, და…

იგი 2005 წლიდან მუშაობდა რუსთაველის თეატრში, სადაც ბევრი საინტერესო სახე განასახიერა და თავისი პერსონაჟებით, მაყურებელს პოპულარული სატელევიზიო სერიალებიდანაც დაამახსოვრა თავი.

ნიკას კოლეგამ ბექა სონღულაშვილმა “კვირის პალიტრასთან” თეატრში შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა:

„ნიკა გუშინ თეატრშიც ვნახეთ, ველაპარაკეთ, რეპეტიციაზე იყო და თავს კარგად გრძნობდა. ჩვეულებრივად იყო, როგორც ყველა, ნაახალწლევს, არაფერი განსაკუთრებული. შესანიშნავი განწყობა ჰქონდა, იმედებით სავსე, პოზიტიურად, მხიარულად იყო და უხაროდა, რომ ახალ სპექტაკლზე მუშაობდა.

ამ ამბავმა ყველა შოკში ჩაგვაგდო, ვერ ვხვდებით, რა მოხდა…

უკეთილშობილესი ბიჭი იყო, დიდი გულის პატრონი. ყველაზე მეტად ახლა იმას ვნერვიულობ, რომ შვილებმა როგორ უნდა გაიგონ, რა მაგრად უყვარდა ისინი ნიკუშას. საოცრად დიდი სიყვარული ჰქონდა შვილების, მეუღლის, დედის, დის, მეგობრების, ყველასი.

გუშინ ისეთი ტექსტები მოგვწერა ჯგუფში… მადლობელი ვარ ღმერთისო, რომ ამ თეატრში ვარ, რობერტ სტურუაა რეჟისორი და თქვენ რომ მყავხართ, მეგობრებიო… ეს სიტყვები ადრეც ხშირად უთქვამს, მაგრამ გუშინ რატომ მოგვწერა, არ ვიცი… გვეუბნებოდა ხოლმე, უბრალოდ გააანალიზეთ, რომელ თეატრში ხართ, ვის გვერდით და ამით როგორ არ უნდა იყო ბედნიერი, როცა ამხელა ხალხთან გაქვს ურთიერთობაო.

რუსთაველის თეატრში რომ შემოიხედოთ, ისეთი შოკია… ყველა თავის კუთხეში ტირის…

კვირის პალიტრა

Cesko