როგორ დასრულდება აშშ-რუსეთის მოლაპარაკებები, ანუ რატომ არ გავიდა შვებულებაში ამერიკის ელჩი – არნო ხიდირბეგიშვილი

0
691
1,195 Views

რუსეთი და აშშ ერთმანეთს 10 იანვარს შეხვდებიან: მოსალოდნელია თუ არა ცვლილებები მსოფლიოს მთავარი მოთამაშეების პოლიტიკაში, რომლის მიხედვითაც ბევრ ქვეყანას მოუწევს ხელახლა ჩამოყალიბება, მათ შორის – უკრაინას და საქართველოს? ვითარების დრამატიზმი ისეთ კონდიციამდე მივიდა, რომ აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი საახალწლო არდადეგებზეც არ წასულა

პირველი სიახლე – რუსეთმა შეცვალა თავისი პოლიტიკა: პირველად, ნაცვლად იმისა, რომ ჩართულიყო დონბასში სამხედრო პროვოკაციაში, ან გაეგზავნა ნოტები ნოტაციებით კიევსა და თბილისში, მოსკოვმა პრეტენზიები წაუყენა პირდაპირ აშშ-სა და ნატოს, რომელთაგანაც უშუალოდ მოსალოდნელია საფრთხე რუსეთის უსაფრთხოებისთვის. ამიტომ, კიევსა და თბილისს არ უნდა ეწყინოთ, რომ რუსეთი და აშშ, უკრაინასა და საქართველოს საკითხებს მათი მონაწილეობის გარეშე, განიხილავენ. ამაში ნატოც კი მეორეხარისხოვან როლს ასრულებს, რადგან წარმოადგენს აშშ-ის მმართველობის ქვეშ მყოფ ორგანიზაციას. უბრალოდ, აშშ, ნატოს მეშვეობით, ცრუ განგაშის სიგნალებს გადასცემდნენ კიევსა და თბილისს და უბიძგებენ, რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო დახმარება ეთხოვათ ბრიუსელისა და ვაშინგტონისთვის. და მოსკოვს რომ ეპასუხა სტოლტენბერგისთვის, რომელმაც იგი დაადანაშაულა “გავლენის ზონების რეანიმაციაში, როგორც ცივი ომის შემდეგ”, ალბათ განაცხადებდა, რომ რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული ინტერესები საქართველოსა და უკრაინაშიისევე როგორც ნებისმიერ მის მომიჯნავე ქვეყანაშიმდგომარეობს მხოლოდ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, რისი გარანტიის მიცემაც მხოლოდ აშშ-ს შეუძლია. რუსეთის ზრუნვას ახლო საზღვარგარეთის ქვეყნებში მის სახელმწიფო უსაფრთხოებაზე „გავლენის ზონების შექმნა“ არაფრით შეიძლება ეწოდოს – გავლენის ზონების შექმნა არის ამერიკული რაკეტების განლაგება რუსეთთან საზღვრებთან, აშშ-დან ათასობით კილომეტრში!

მეორე სიახლე – პუტინი აყენებს წინაპირობას: ან აშშ-ნატო კვლავ არ მიიწევენ აღმოსავლეთისკენ და უკან მიაქვთ უკვე განლაგებული რაკეტები, ასევე წყვეტენ სამხედრო თანამშრომლობას უკრაინასა და საქართველოსთან – ერთობლივ წვრთნებს, შეიარაღების მიწოდებას, სადაზვერვო ფრენებს შავი ზღვის თავზე და ა.შ. წარმოდგენილი შეთანხმებისა და ხელშეკრულების პუნქტების მიხედვით; ან რუსეთი გასცემს პასუხს „სარკისებურად“ – ანუ თავის რაკეტებს ამერიკული რეკეტების პირისპირ განათავსებს. პუტინი აფრთხილებს: აშშ-ნატომ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ, ახლავე”, მხოლოდ ამაზე, და არა მოლაპარაკებების მსვლელობაზე, დამოკიდებულია რუსეთის საპასუხო ქმედებები, დისკუსიის “ათწლეულებით გაჭიანურება“ და ამასობაში უკრაინასა და საქართველოში „ტომაჰავკების“ განთავსება იმისთვის, რომ რუსეთი შემდგარი ფაქტის წინ დააყენონ, არ გამოვა.

რაკიღა აშშ და ნატო მენტალურად მზად არ არიან რუსეთისკენ ნაბიჯიც კი გადადგან, რაც, ვაშინგტონისა და ბრიუსელის აზრით, ნიშნავს მიუტევებელ ცოდვას – „რუსებისთვის დათმობას“, მოლაპარაკებების პირველი რაუნდი შესაძლოა უკანასკნელიც იყოს. ანგლოსექსები არ დანებდებიან მანამ, სანამ ცხვირწინ არ შეიგრძნობენ რუსული რაკეთების სასიკვდილო სიცივეს, ისინი ხომ იმ კატეგორიის ადამიანები არიან, ვისაც უნდა, ყველაფერს საკუთარი ხელით შეეხოს! მაგრამ როდესაც ვაშინგტონი და ბრიუსელი დარწმუნდებიან, რომ მოსკოვი არ ბლეფობს, აშშ-ნატო დატოვებს პოსტსაბჭოთა სივრცეს, უკრაინასა და საქართველოს – ისევე, როგორც დატოვეს ერაყი, სირია და ავღანეთი. რუსეთი კი, სირიისა და ბელორუსის ბოლო მოვლენების შემდეგ, მეტს აღარ დაუთმობს თავის სტრატეგიულ ინტერესებს აშშ-ს – იქნება ეს ევროპა თუ აზია, უკრაინა თუ საქართველო.

რუსეთის სტრატეგიული ინტერესები საქართველოსა და უკრაინაში მდგომარეობს არა ოკუპაციაში, არამედ უსაფრთხოების გარანტიებში, რომლის მიცემაც მხოლოდ აშშ-ს შეუძლიადა ბევრად უფრო მომგებიანია რუსეთისთვის ამ გარანტიების მიწოდება დიპლომატიურიდა არა სამხედრო გზითაშშ-ის გასვლა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ამერიკის, როგორც ზესახელმწიფოს სიდიადეს კი არ კნინებს, არამედ მხოლოდ დასტურებს მის ერთგულებას დემოკრატიისადმი! მხოლოდ აშშ-ის მტრებმა გააკრიტიკეს პრეზიდენტი ბაიდენი ავღანეთის დატოვების გამო! რუსეთთან სამხედრო მეტოქეობის დასრულება კონსენსუსის შედეგად, რომლის კონტურების მოხაზვაც სავსებით შესაძლებელია 10 იანვარს, მოემსახურება შეერთებული შტატების, მისი ეკონომიკური სიძლიერის უპრეცედენტო აყვავებას. ამერიკელი გადასახადის გადამხდელი შეწყვეტს ვარშავის შეთანხმების და საჭოთა კავშირის ზოგიერთი ყოფილი ქვეყნის გაკოტრებული პოლიტიკური ელიტის სახიფათო ამბიციების მომსახურებასრომლებიც ზრდიან ამერიკული შეიარაღებისა და ნატოს სამხედრო კონტინგენტის განთავსებას, რათა გახანგრძლივონ თავიანთი ყოფნა ძალაუფლების საჭესთან და არა „ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის“ ინტერესებიდან გამომდინარე!

შეიძლება გაჩნდეს კითხვა: მაგრამ რატომ ატეხა განგაში რუსეთმა მაინცდამაინც დღეს? უკრაინა და საქართველო ხომ კარგა ხანია ატარებენ თავიანთ “უალტერნატივო ევროატლანტიკურ” კურსს, რომელიც კონსტიტუციებშიც კი დააფიქსირეს, ხოლო აშშ-მა და ნატომ არაერთხელ გაიმეორეს, რომ მიიღებენ მათ ალიანსში, მაგრამ … მხოლოდ მომავალში და არა – ახლა! მოლდოვამ ხომ საერთოდ უარი თქვა ნატოზე, მაშ, რა აღელვებს რუსეთს?! რაში მდგომარეობს აშშ-სა და ნატოსგან უსაფრთხოების გარანტიების მიღების გადაუდებელი საჭიროების საიდუმლო, ნატო ხომ 1999 წლიდან მოყოლებული, აღმოსავლეთისკენ ხუთ „ტალღად“ ფართოვდებოდა?

ამის მრავალი მიზეზი არსებობს, დავასახელებ მხოლოდ მთავარს:

– რუსეთმა, რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს ეს ერთი შეხედვით, განგაში ატეხა ზუსტად დღეს, რადგან აშშ-ნატომ კიდევ ერთხელ თქვეს უარი უახლოეს მომავალში უკრაინისა და საქართველოს ალიანსში მიღებაზე (ნატოს წესდება არ ითვალისწინებს დარღვეული ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მქონე ქვეყნების წევრობას)მაშასადამე, თავად ნატო-ა და აშშ-ს სურთ მიღებული იქნენ უკრაინასა და საქართველოში, განათავსონ იქ თავიანთი სამხედრო ბაზები და მოიერიშე გამშვები დანადგარები “MK-41“, რომლებიც Tomahawk“-ისადმი ადაპტირებულია! – არცთუ უმიზეზოდ აღშფოთდნენ მოსკოვში;

– რუსეთმა განგაში ატეხა სწორედ დღეს, რადგან უწინ აშშ-ნატო არ ბედავდნენ ამდენ დემონსტრაციულად პროვოკაციულ სადაზვერვო ფრენას შავი ზღვის თავზე, რომლებშიც ამდენი ავიამზიდი პატრულირებს, არ ჩატარებულა ამდენი საერთაშორისო წვრთნები უკრაინისა და საქართველოს მონაწილეობით;

– რუსეთმა განგაში გამოაცხადა სწორედ დღეს, რადგან ზელენსკი “სააკაშვილი 08.08.08″ ტადიაში შევიდა – ანუ, როდესაც სრული მარცხი საშინაო პოლიტიკაში აიძულებს მიმართოს სამხედრო პროვოკაციას საკუთარ ტერიტორიაზე რუსულენოვანი მოსახლეობის წინააღმდეგ, რათა ჩაითრიოს რუსეთი და გახანგრძლივოს ყოფნა ზემომგებიან საპრეზიდენტო ავარძელში ანტირუსული პიარის ხარჯზე;

– რუსეთმა დაიღალა გაუთავებელი სანქციებით, მათ შორის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ. ბელორუსის წინააღმდეგ სანქციებიც, საკავშირო სახელმწიფოს პირობებში, რუსეთს აზიანებს;

– რუსეთმა იცის – დაახლოებით როდის ექნება აშშ-ს ჰიპერბგერითი იარაღი, რის შესახებაც პუტინმა დიდ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამიტომ რუსეთს, სანამ ერთადერთია, ვინც ჰიპერბგერით რაკეტებს ფლობს, სურს საკითხის რაც შეიძლება მალე გადაჭრა. განა ეს ლოგიკური არაა, განა მსოფლიოს რომელიმე ქვეყანა ხელიდან გაუშვებს შანსს, ისარგებლოს თავისი უპირატესობით?!

ხო და, ამიტომაც არ გავიდა აშშ-ის ელჩი შვებულებაში – 10 იანვრის მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში, დაპირისპირება რუსეთსა და აშშ-ს შორის შეიძლება გადაიზარდოს უკიდურესად მწვავე ფაზაში და აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების სარდლის ყოფილ პოლიტიკურ მრჩეველს ევროპისა და აფრიკაში, ანუ კელი დეგნანს, მოუწევს შეასრულოს ის მოვალეობები, რომლისთვისაც საქართველოში გამოგზავნეს! და პირიქით – აშშ-ის ელჩი საახალწლო არდადეგებზე არ წასულა იმ შემთხვევისთვის, თუ “ორთავიანი არწივი” და “ზღვის არწივი” 10 იანვარს … შეთანხმდებიან! მოლაპარაკების ნებისმიერი შედეგი აშინებს კელი დეგნანს, რადგან თუ აშშ რუსეთთან შეთანხმდება და საქართველოს, ანუ სამხრეთ კავკასიას დატოვებს, საქართველოში აშშ-ის ახალ ელჩს გამოგზავნიან – ნაკლებად აგრესიულს, ნატოს ოფისი კი, რომელიც უკვე დიდი ხანია “სულს ღაფავს“, საერთოდ დაიხურება! დეგნანს, მომავალი ბანკირი სტოლტენბერგის კვალდაკვალ, დამსახურებულ პენსიაზე გაუშვებენ.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2022 წლის 2 იანვარი
საქართველო, თბილისი

Cesko