31 Views
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, 31 დეკემბრის ღამეს, მკვლელობა მოხდა. გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი. მკვლელობაში ბრალდებული კი მისი ტყუპისცალი ძმაა.
გორის შს სამმართველოს ახალსოფლის განყოფილების თანამშრომლებმა ბრალდებული იმავე ღამეს დააკავეს.
საქართველოს შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით (დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობა) მიმდინარეობს.