“კგბ-ს გენერლის “გლავნი კანალის” ბოდვა ბედობის დღეს – ეძგერნენ ოცნებას ამ სისულელეებით” – ანალიტიკოსი “მთავარის” სიუჟეტს ეხმიანება

0
713
25 Views

“კგბ-ს გენერლის “გლავნი კანალის” ბოდვა ბედობის დღეს. ნეტა ტექსტს ვინ უწერთ?’- ასე იწყებს პოსტს ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე, რითიც “მთავარი არხის” ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმიანება.სიუჟეტს, სადაც პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილსა და პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძეს შორის დაპირისპირებაზეა საუბარი, ანალიტიკოსი რეალობას აცდენილად მიიჩნევს.

“კგბ-ს გენერლის “გლავნი კანალის” ბოდვა ბედობის დღეს. ნეტა ტექსტს ვინ უწერთ? შიზოფრენია ყვავის. ღარიბაშვილს ძალოვნები უმაგრებენ ზურგს, კობახიძეს ივანიშვილიო. რა დალიეთ ასეთი ახალ წელს?! ბედობის დღეს, 9 საათიანში, პირველი სამი სიახლე სროლები და უბედურება ჰქონდათ და მერე ეძგერნენ ოცნებას, ამ სისულელეებით. დამაინტერესა ამათთან ახალი წელი ან ბედობა თუ დადგა მეთქი. ისევ იქ არიან,’– წერს ამირან სალუქვაძე და პოსტთან ერთად “მთავარი არხის” ვიდეოსაც აქვეყნებს.

Cesko