“ასეთი დრამატურგიული ილეთი მსოფლიოს პოლიტიკურ სპექტაკლებს ჯერ არ ახსოვს” – დავით ქართველიშვილი

0
1034
46 Views
“ასეთი დრამატურგიული ილეთი მსოფლიოს პოლიტიკურ სპექტაკლებს ჯერ არ ახსოვს”, – ასე ეხმაურება ექსპერტი დავით ქართველიშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ თუ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მხარდამჭერები არ შეწყვეტენ შიმშილობას, თავად დაიწყებს.
“თუ კი ნაცმოძრაობის წევრები შიმშილობას არ შეწყვეტენ, პროტესტის ნიშნად სააკაშვილი თავად დაიწყებს შიმშილობას – ასეთი დრამატურგიული ილეთი მსოფლიოს პოლიტიკურ სპექტაკლებს ჯერ არ ახსოვს, პარტიის შიგნით ერთმანეთს შიმშილობით რომ ემუქრებოდნენ.
როგორც დაიწყებო წელიწადს, ისევე გაგიგრძელდებაო – გვასწავლის ცრურწმენა. ნაცების ეს უკიდურესად სასტიკი ნაბიჯი – პროტესტის ნიშნად, ჭამის დაწყება – რაში ტრანსფორმირდება წლის განმავლობაში, ამ ეტაპზე ცოტა რთულად პროგნოზირებადია.
ალბათ ვიღაც პროტესტის ნიშნად – დაფეხმძიმდება, ვიღაც – გააჩენს. ვიღაც ღრმა ალკოჰოლურ “ზაპოის” აიკიდებს – ვიღაც კაფსულას ჩაიყენებს. მთავარია ეს ცხოვრება, რომელიც გრძელდება – ასევე პროტესტის ნიშნად გაატარო. კი ცხოვრობდე, კი ჭამდე, სვამდე, სექსით დაკავდე – მაგრამ უინტერესოდ, მადის გარეშე, პროტესტის ნიშნად. მანამ – სანამ!”, – წერს დავით ქართველიშვილი.
ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს და აქტივისტებს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი თავად დაიწყებს შიმშილობას.

მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან პარტიის ლიდერები და მხარდამჭერები 12 დღის განმავლობაში შიმშილობდნენ, რის გამოც მათი ნაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

Cesko