„დაკავებული იძახის თურმე…“ – რა ახალი ინფორმაცია ვრცელდება ბიჭზე, რომელსაც მეტროში ხელი ჰკრეს და მოკლეს

0
1396
1,251 Views

ტრაგედია დატრიალდა გუშინ თბილისში. მეტროსადგურ “სახელმწიფო უნივერსიტეტში“ მგზავრს ხელი ჰკრეს, ლიანდაგებში ჩააგდეს, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.

დაღუპული ახალგაზრდა 30 წლის ლაშა მირეზაშვილია. 

„ლაშა ჩემი ბიძაშვილია, ძალიან კარგი ადამიანი იყო, არავისთვის არასდროს არაფერი დაუშავებია. სიზმარში გვგონია ყველას თავი, ვერავინ წარმოვიდგენდით ასეთ სიტუაციას სამწუხაროდ. უბრალოდ ძალიან ძნელია სიტყვებით გადმოსცე რა ხდება მის ოჯახში, მის სანათესაოში. ძალიან მძიმე ტრაგედია დაგვატყდა თავს და ველოდებით პასუხს რატომ, რატომ მოხდა ეს ყველაფერი.

იმედია გავარკვევთ, რატომ მოხდა ეს გვაინტერესებს და ჯერჯერობით ამ ეტაპზე სხვა არაფერი ვიცით. ჩვენ რაც ვიცით, არ იცნობდა ის დამნაშავეს. დაკავებული იძახის თურმე, არ ვიცნობდიო. ველოდებით გამოძიებას, რა და როგორ მოხდა. ფიზიკურადაც არ ვიცით ვინ არის ის ადამიანი. მიდის გამოძიება, ჯერ ცხედარიც არ მოგვისვენებია სახლში. სხვა არაფერი ვიცით,“ – ამბობს გარდაცვლილი ბიჭის ბიძაშვილი.

წყარო: ambebi.ge

Cesko