რა ბედი არგუნა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს განგებამ – როგორ უნდა მოიქცეთ, რომ შეცდომებს აარიდოთ თავი?!

0
1360
1,175 Views

ასტროლოგები სწავლობენ ვარსკვლავთა წინასწარმეტყველებას და აანალიზებენ ადამიანის ბედს. ამ მონაცემების საფუძველზე შემუშავდა ერთ-ერთი მთავარი ჰოროსკოპი: რა ბედი არგუნა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს განგებამ.

როგორ უნდა მოიქცეთ, რა უნდა გაითვალისწინოთ, რომ შეცდომებს აარიდოთ თავი?!

ვერძი

ვერძები მთელი ცხოვრება ცხოვრების აზრის ძიებასა და სამყაროს საიდუმლოებების ამოხსნას ცდილობენ. ისინი ყველაფერს მაღალ თამასას უყენებენ, არ ცხოვრობენ სინდისის საწინააღმდეგოდ და არ მისდევენ თავიანთ მიწიერ სურვილებს.

კურო

კუროებისთვის მნიშვნელოვანია თავიანთი ფინანსური კეთილდღეობა. ხშირად ფინანსების დევნაში ეს ადამიანები ივიწყებენ პრინციპებს, ჰყვებიან ცდუნებებს და წვრილმანდებიან. ასე რომ არ მოხდეს და მწარე შეცდომების შემდეგ ტანჯვა რომ თავიდან აიცილონ, მათ თავიანთ სინდისს უნდა უგდონ ყური და დაუფიქრებელ, „გიჟურ“ ნაბიჯებზე უარი თქვან.

ტყუპი

ტყუპები მიჩვეული არიან ყველაფერი ორი მხრიდან დაინახონ, ეს კი მათ ცხოვრებას ხშირად „უფუჭებს“. მათ უნდა ისწავლონ პრიორიტეტების სწორად განაწილება და არჩეული გზის ბოლომდე ერთგულება. მხოლოდ ასე თუ შეძლებენ, რომ ცხოვრების ბოლოს არაფერზე ინანონ.

კირჩხიბი

კირჩხიბებს მერყეობა სჩვევიათ, ეჭვები და კომპლექსები აწუხებთ. მათი საკუთარ თავთან ბრძოლა, შესაძლოა, მთელი ცხოვრება გაგრძელდეს. ეს რომ არ მოხდეს, მათ უნდა ისწავლონ საკუთარი თავის ხელში აყვანა და თავისი თავის რწმენა. მთავარია, მათ უნდა იპოვონ საკუთარი ადგილი ამ ცხოვრებაში, სადაც ჰაერი გაჟღენთილი იქნება კომფორტით და სადაც ისინი მოდუნებას შეძლებენ.

ლომი

ლომების მთავარი პრობლემებია ეგოიზმი, ამპარტავნობა და საყოველთაო თაყვანისცემისკენ სწრაფვა. საშინელი შეცდომებისგან რომ თავი დაიცვან, მათ უნდა მოდრიკონ სიამაყე და ისწავლონ თავიანთი ახლობლების დაფასება.

ქალწული

ქალწულებს ეჭვები საკუთარ ძალებში ძალიან ხშირად უშლის ხელს თვითრეალიზებაში. არადა, მათ ამისთვის ყველა თვისება აქვთ – ჭკუა, სუფთა სინდისი და ნიჭი. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებმა ასევე უნდა გააცნობიერონ საკუთარი შეცდომები და ეცადონ, რომ ეს შეცდომები აღარ გაიმეორონ.

სასწორი

სასწორებმა ადამიანებისადმი უფრო მარტივი დამოკიდებულება უნდა ისწავლონ. არ არის საჭირო, ირგვლივ მყოფებს საკუთარი აზრები მოახვიონ თავს და მიზეზითა თუ უმიზეზოდ კონფლიქტში ჩაერთონ. მთავარი კი მათთვის ისაა, რომ უნდა შეწყვიტონ ირგვლივ მყოფების მოსაზრებაზე დამოკიდებულება, იპოვონ თავიანთი გზა და ამ გზაზე უკანმოუხედავად იარონ.

მორიელი

მორიელების მთავარი ცხოვრებისეული გამოცდაა მძიმე შინაგანი ბრძოლა, რომელიც არასდროს წყდება. ისინი, ვინც ამ ბრძოლის გადალახვას შეძლებენ, დაინახავენ, რომ მათი ცხოვრების აზრი მათი უდიდესი პოტენციალის რეალიზებასა და ირგვლივ მყოფების დახმარებაშია.

მშვილდოსანი

ბევრმა მშვილდოსანმა ცხოვრება იმით გაინადგურა, რომ თავის საქმეს არ აკეთებდა. მათ დროულად უნდა გაიგონ, რომ საძულველი სამუშაო – ეს ის არაა, რაშიც ენერგია და ძალები უნდა ჩადონ. ამ ნიშანმა უნდა იპოვოს თავისი მოწოდება და მთლიანად მასში ჩაეფლოს.

თხის რქა

შიში სხვების აზრის წინაშე და საკუთარ თავში ზედმეტად ჩაღრმავება – თხის რქების უმთავრესი შინაგანი დემონებია. მათ ბედნიერს გახდის, თუ შეძლებენ შიშების გადალახვას, ცხოვრების მხოლოდ საკუთარი მოსაზრებებითა და სურვილებით აწყობას.

მერწყული

მერწყულების მთავარი მახასიათებელია გარე სამყაროსგან ჩაკეტვა, მარტოობა და საკუთარი უნიკალურობის რწმენა. ეს ცუდი არაა, მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, რომ საკუთარი პოტენციალის გახსნას მაშინ შეძლებენ, როცა ამ სამყაროს მიმართ გახსნილი იქნებიან.

თევზები

საკუთარი თავის მოტყუება, უაზრო თავგანწირვა და მსხვერპლშეწირვა და უწესრიგობა შიგნითა და გარეთ – ეს ყველაფერი თევზებს ხელს უშლის ცხოვრებაში. თავიანთ გზას რომ მიჰყვნენ, მათ უნდა მოაწესრიგონ თავიანთი გონებაცა და სახლიც, ასევე ისწავლონ საკუთარი თავისა და ინტუიციის მოსმენა.

ასევე დაგაინტერესებთ:

Cesko