“…აღმოჩნდა, რომ სხვა ქალი გაჩნდა ზურას ცხოვრებაში და ეს იყო ქეთა თოფურია… მაშინ მივხვდი, რომ ზურა დავკარგე” – რა სკანდალურ ისტორიას იხსენებს ხათუნა ჟორდანია

0
188
183 Views

“…აღმოჩნდა, რომ სხვა ქალი გაჩნდა ზურას ცხოვრებაში და ეს იყო ქეთა თოფურია… მაშინ მივხვდი, რომ ზურა დავკარგე” – რა ისტორიას იხსენებს ხათუნა ჟორდანია

ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნია და ზურა ხა­ჩი­ძე მალე ქორ­წი­ნე­ბის 25 წელს აღ­ნიშ­ნა­ვენ. მომ­ღერ­ლე­ბი იხ­სე­ნე­ბენ, რომ წლე­ბის წინ, როცა მათი ურ­თი­ერ­თო­ბა გა­სა­ჯა­როვ­და, ცნო­ბილ­მა ჟურ­ნალ­მა გა­მო­კი­თხვა ჩა­ა­ტა­რა, თუ რამ­დენ ხანს გას­ტან­და მათი ქორ­წი­ნე­ბა. ჟორ­და­ნია ამ­ბობს, რომ მა­შინ ყვე­ლა ამ­ბობ­და, რომ მათი ოჯა­ხი 5 წელ­ზე მეტს ვერ გაძ­ლებ­და.

“ჩვენს ქორ­წი­ნე­ბას მაქ­სი­მუმ 5 წელს აძ­ლევ­დნენ და 25 წელი გა­ვი­და, შე­მო­მა­ბერ­და ზურა” – ამ­ბობს ხა­თუ­ნა გა­და­ცე­მა “სიც­რუ­ის დე­ტექ­ტორ­ში”.

ასე­ვე გა­იხ­სე­ნა ის პე­რი­ო­დი, როცა ხა­ჩი­ძეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბას იწყებ­და. გა­მო­ტყდა, რომ მა­შინ მათ ცხოვ­რე­ბა­ში გარ­კვე­უ­ლი კრი­ზი­სიც შე­იქ­მნა და ეს ზუ­რას ცხოვ­რე­ბა­ში სხვა ქა­ლის გა­მო­ჩე­ნას უკავ­შირ­დე­ბო­და.

“რო­დე­საც ჩვენ შეხ­ვედ­რა და­ვი­წყეთ, ცოტა ზე­და­პი­რუ­ლად და არა­სე­რი­ო­ზუ­ლად ვუ­ყუ­რებ­დი ამ ურ­თი­ერ­თო­ბას, რად­გან ზურა ჩემ­ზე უმ­ცრო­სი იყო. ეს რა­ღაც­ნა­ი­რად დაბ­რკო­ლე­ბა იყო. იმ პე­რი­ოდ­ში როცა ჩვენ შეხ­ვედ­რა და­ვი­წყეთ ,ზურა “ავად გახ­და” ჩე­მით. თუ პა­ე­მან­ზე უარს ვე­ტყო­დი, ან ვერ მო­ვიც­ლი­დი მის სა­ნა­ხა­ვად, გუ­ლის შე­ტე­ვე­ბით იწვა ლო­გინ­ში.

რა­ღაც პე­რი­ოდ­ში მე მო­მი­წია წას­ვლა შვე­ი­ცა­რი­ა­ში სამი თვით. ჩემი ძმის­შვი­ლე­ბი ცხოვ­რობ­დნენ იქ. როცა ჩა­მო­ვე­დი, მი­ვე­დი ზუ­რას­თან სახ­ლში და ზურა მე­უბ­ნე­ბა, რომ ბევ­რი ვი­ფიქ­რე და ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა სე­რი­ო­ზულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ვერ გა­და­ვაო. ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე, რომ დავ­შორ­დე­თო. კარ­გი-თქო, ვუ­თხა­რი. წა­მო­ვე­დი მის­გან, მან­ქა­ნა­ში ჩავ­ჯე­ქი და ტი­რი­ლი და­ვი­წყე. გული დამ­წყდა. მივ­ხვდი, რომ დავ­კარ­გე. მივ­ხვდი რომ ჩემი ბრა­ლი იყო

აღ­მოჩ­ნდა, რომ სხვა ქალი გაჩ­ნდა ზუ­რას ცხოვ­რე­ბა­ში. ქეთა თო­ფუ­რი­ა­ზეა სა­უ­ბა­რი. შემ­დეგ ჩვე­ნი მე­გობ­რო­ბა გაგ­რძელ­და. მე­გობ­რე­ბის წრე­ში ვხვდე­ბო­დით ერ­თმა­ნეთს, მე­გობ­რუ­ლად. ქეთა მა­შინ ძა­ლი­ან პა­ტა­რა იყო მა­შინ. მინ­და გი­თხრა, მთელ შოუ-ბიზ­ნესს ქეთა ძა­ლი­ან გვიყ­ვარ­და. ეს ის პე­რი­ო­დია, როცა შოუ-ბიზ­ნე­სი ფეხს იდ­გამ­და. შეკ­რუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით. ყვე­ლა ახა­ლი სიმ­ღე­რის პრე­ზენ­ტა­ცი­ი­სას ვიკ­რი­ბე­ბო­დით. ქე­თას­თა­ნაც და ქე­თას დე­დას­თა­ნაც კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და. შე­იძ­ლე­ბა ეჭ­ვი­ა­ნო­ბის მო­მენ­ტე­ბი მეც მქო­ნია და ქე­თა­საც. თუმ­ცა ერ­თმა­ნე­თის­თვის არ გვიგ­რძნო­ბი­ნე­ბია” – იხ­სე­ნებს ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნია გა­და­ცე­მა­ში სტუმ­რო­ბი­სას.

Cesko