სასწაული, რომელიც მოძღვარმა ზიარების წინ იხილა – შემთხვევამ მთელი ინტერნეტი გააოცა

0
789
705 Views

სასულიერო პირების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ საუკუნეების მანძილზე, როცა მსოფლიოში სხვადასხვა ინფექცია ვრცელდებოდა, მორწმუნეები საერთო კოვზით ზიარებას არ უშინდებოდნენ.

წმინდა ზიარების საიდუმლოს მნიშვნელობა

საეკლესიო მოძღვრება, ზიარების საიდუმლოს დაწესებას, იესო ქრისტეს მიაწერს (მისი ვნების წინ, საიდუმლო სერობის დროს).

ზიარების საიდუმლო, სიმბოლურად გამოხატავს მორწმუნეთა მიერ ქრისტესადმი სამადლობელო (უსისხლო) მსხვერპლს. ასეთ გაგებას ეფუძნება, ზიარების ბერძნული სახელწოდება – ევქარისტია („მადლობა“).

ზიარება, ქრისტიანული რელიგიის ერთ-ერთი მთავარი საიდუმლო – მორწმუნის მიერ ქრისტეს სისხლისა და ხორცის მიღებაა.

საგანგებო ღვთისმსახურების – წირვის დროს, პური და ღვინო სიმბოლურად ქრისტეს ხორცად და სისხლად იქცევა, რომლის მიღებით მორწმუნე ქრისტეს სიწმინდეს ეზიარება და ცოდვებისაგან იწმინდება, რათა საიქიოში ცხონდეს.

მართლმადიდებლური ეკლესიის წესით, ზიარება, ყველა მორწმუნეს შეუძლია. ზიარების შემდეგ ზიარებულნი ემთხვევიან ბარძიმს გარედან და დააყოლებენ ღვინოს თბილი წყლით ანუ სარღვნელს, რათა პირის ღრუში არ დარჩეს მცირე ნაწილაკიც კი წმ. ხორცისა.

ერისკაცთა ზიარების შემდეგ საკურთხეველში შესული მღვდელი ფეშხუმზე დარჩენილ წმ. ნაწილებს ჩაუშვებს ბარძიმში, რაც ნიშნავს, წმ. სისხლით განწმენდა-განბანას მათი ცოდვებისაგან.

შემდეგ მღვდლის მიერ ხდება ერის კურთხევა: “აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი”.  დიაკონს ფეშხუმი გადააქვს სამკვეთლოზე, მღვდელი მიიღებს ბარძიმს და დაბალი ხმით ამბობს: “კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი”.

წმ. ბარძიმით აკურთხებს ხალხს და ხმამაღლა იტყვის: “ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე”, და გადაასვენებს სამკვეთლოზე.

სასწაული, რომელიც მე-8 საუკუნეში მოხდა

ერთ მოძღვარს, რომელიც ლიტურგიას აღასრულებდა, ეჭვი შეეპერა, რომ კვეთისას, სეფისკვერი და ღვინო, ისევე გარდაიქმნებოდა, როგორც ეს მოხდა საიდუმლო სერობაზე.

ამის გაფიქრებაზე მან ჩაიხედა ბარძიმში, სადაც ნამდვილად იხილია პური ხორცად გადაქცეულიყო, ღვინო კი სისხლად. შეშინებული გამოვარდნილა საკურთხევლიდან და უფლისათვის შენდობა უთხოვია.

აქედან გამომდინარე, ადამიანი უნდა მიხვდეს, რომ მთავარი მსახურებაში მონაწილეობის მიღება კი არა, რწმენაა.

ღმერთი განკაცდა და თავისი ხორცი დატოვა საზრდოდ, რათა განიწმინდოს ადამიანთა გულები. ქრისტესთან ზიარებით განიღმრთობა ადამიანი-ანუ, მესიას მიემსგავსება.

Cesko