“ჩვენს შემთხვევაში პრობლემა სხვა რამ იყო…” – ჯაბა კილაძე წლების შემდეგ მეუღლესთან დაშორების მიზეზებზე საუბრობს: რას ჰყვება მსახიობი თამთა ჭელიძესთან ურთიერთობაზე?
მსახიობ ჯაბა კილაძე წლების წინ მსახიობსა და მომღერალ თამთა ჭელიძეზე იყო დაქორწინებული. წყვილი საზოგადოებაში პოპულარობით სარგებლობდა, მათი საერთო კლიპი კი, რომელშიც ლოგინის სცენა იყო გადაღებული, იმჟამინდელ შოუბიზნესში ყველაზე თამამ ნაბიჯად მიიჩნეოდა. სამწლიანი თანაცხოვრების შემდეგ წყვილმა ბავშვის გაჩენა გადაწყვიტა, თუმცა ორსულობა თამთასთვის ყველაზე რთული პერიოდი აღმოჩნდა, შემდეგ იყო პრობლემები და ბავშვის დაბადებიდან მალევე მომღერალი უკვე მარტოხელა დედა იყო.
ამ ამბებიდან 15 წელი გავიდა. თამთასა და ჯაბას საერთო შვილი – ლიზა ჰყავთ. ჯაბამ მსახიობის კარიერა წარმატებით გააგრძელა, თამთამ კი თეატრი დატოვა, აღარც მისი მუსიკალური კარიერა შედგა და ხანგრძლივ დეპრესიაში ჩავარდა. .
წლების შემდეგ ჯაბა კილაძემ პირველად ისაუბრა მეუღლესთან დაშორებასა და იმ მიზეზებზე, რამაც ეს გადაწყვეტილება მიაღებინა:
“ჩვენს შემთხვევაში პრობლემა სხვა რამ იყო. დღემდე რატომ გვაქვს არაჩვეულებრივი ურთიერთობა ერთმანეთთან? იმიტომ რომ პიროვნული პრობლემა ერთმანეთის მიმართ არ გვაქვს. უბრალოდ მივხვდით, რომ ეს ორი ელემენტი ერთმანეთთან ვერ ეწყობოდა – გამუდმებული დისკომფორტი იყო. როგორ ჯობია, რომ ბავშვი გაიზარდოს ატმოსფეროში, სადაც დაძაბული გარემოა, თუ მშვიდ გარემოში, რომელმაც იცის, რომ დედაც ჰყავს, მამაც ჰყავს, ერთმანეთში პრობლემა არ აქვთ, უბრალოდ ერთად არ ცხოვრობენ.
თუმცა მაშინ მაინც გარკვეული პრობლემა იყო – სიტყვა, ოჯახის დანგრევა, ძალიან ძაბავს ადამიანებს. ადამიანი რატომ უნდა აწამო, თუ ერთად ვერ ცხოვრობენ. ეს არაფრის დანგრევა არ არის, ეს არის პირიქით თავის შველა.
მე და თამთაც არც კი გვიჩხუბია. თანაცხოვრება თავისთავად მივიდა ამ დასკვნამდე. როცა ამოიწურა ერ ერთი რაღაც, მერე მეორე, ამას ხელოვნურად ვერ ამოწურავ” – აღნიშნა კილაძემ გადაცემა “სხვა კითხვებში” საუბრისას.