“მიპატებია მამისთვის ყველაფერი, მაგრამ თავს ვარიდებ მასთან კონტაქტს… როცა სკოლიდან მოვდიოდი, ერთადერთი სურვილი მქონდა, რომ მამა …” – რას ამბობს სალომე უშხვანი მამაზე?

0
1308
1,272 Views

სალომე უშხვანი საზოგადოებამ რეალითი შოუს მეშვეობით გაიცნო. როგორც აღმოჩნდა მის უკან საკმაოდ მძიმე ცხოვრება იმალება. დეტალები მან „სარკესთან” გაამხილა:

“ძალიან რთული პერიოდები მაქვს გამოვლილი როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე ბავშვობის წლებში. დედ-მამას არ ჰქონდათ იდეალური ურთიერთობა და ამის გამო ბავშვობიდან ბევრი ტრავმა მომყვება. მე და ჩემი ორი დედმამიშვილი ვიზრდებოდით სახლში, სადაც სულ კონფლიქტური სიტუაციები იყო.

როცა სკოლიდან მოვდიოდი, ერთადერთი სურვილი მქონდა, რომ მამა ფხიზელი ყოფილიყო. ჩემი დიდი ნატვრა იყო, ერთი დღე მაინც ისე დაღამებულიყო, რომ სიმშვიდე ყოფილიყო ოჯახში, ამიტომ ჩემთვის ძალიან რთულია კონფლიქტურ სიტუაციებში ყოფნა და ბავშვობის ტრავმის შედეგია ალბათ ის, რომ ძალიან სუსტი ემოციური მდგომარეობა მაქვს. ადვილად გამოვდივარ წყობიდან.

როცა ოჯახში არაჯანსაღი გარემოა, ვფიქრობ, აუცილებელია, რომ ვიზრუნოთ ბავშვების. ეს კარგი მაგალითი აღმოჩნდა ჩემთვის ოჯახურ ცხოვრებაში. ნამდვილად არ მინდოდა, ჩემს შვილებსაც ის ენახათ, რასაც მე ბავშვობაში ვხედავდი.

ბავშვობაში ყველაზე მეტად მამა მიყვარდა, მაგრამ საერთოდ სხვა ადამიანია, როცა ფხიზელია და საერთოდ სხვაა, როცა ნასვამია. მამა დღემდე მიყვარს, მიპატებია ყველაფერი მისთვის, მაგრამ ის კონტაქტი არ გვაქვს, რაც მამა-შვილს უნდა ჰქონდეს. დიალოგი არ გამოგვდის და, აქედან გამომდინარე, თავს ვარიდებ კონტაქტს. ყოველთვის მეტირება, როცა მას ველაპარაკები.

ვფიქრობ, სწორედ ასეთი მძიმე ცხოვრების შედეგი იყო, რომ მოგვიანებით დედას სიმსივნე დაემართა. ოჯახში კაციც ის იყო და ქალიც. რა ამაგიც ჩემზე აქვს, იმის მეოთხედიც ვერ გავუკეთე ამ რთული ავადმყოფობის პერიოდში” – აღნიშნა სალომე უშხვანმა.

“სარკე”

Cesko