უკვე თვეზე მეტია, სოფელ ქაქუთის მოსახლეობა ამოუცნობ არსებას ეძებს. ქაქუთელი „რეიკი“ – ასე მოიხსენიებენ ადგილობრივები ადამიანს, რომელიც ღამღამობით მათ სახლებს სტუმრობს, კარზე აკაკუნებს და შემდეგ ძალიან დიდი სისწრაფით ტოვებს ტერიტორიას. მაღალი, შუახნის ასაკის და მთლიანად შავებში ჩაცმული მამაკაცი – ასე აღწერენ მას, ვინც მთელ სოფელს მოსვენება დაუკარგა.
აღნიშნულთან დაკავშირებით უამრავი ვერსია ვრცელდება. ნათელმხილველ ლია ხუციშვილის განმარტებით, ეს ადამიანია, რომელიც ეშმაკს ჰყავს შეპყრობილი და მის ენაზე მეტყველებს.
„ამ საკითხთან დაკავშირებით, უამრავი ადამიანი მირეკავს, არ იცით, რა ხდება. ეგენი ჩვეულებრივი ადამიანები არიან. ახლა მე რომ ვინმეს ვუთხრა, ნუ გეშინია-მეთქი, ძნელია. ჩვეულებრივი ადამიანები არიან, მე რომ გადავიცვა და ვინმე შევაშინო – არ არი საშიში. შინაგანად ეშმაკი ჰყავთ ჩაბუდებული, ორივე მხარეს ეშმაკს ემონება.
ღამით სასაფლაოზე რომ ახვიდეთ, გული გაგისკდებათ, რიტუალები მიდის, თვალები ანათებს და ხალხს სასიკვდილო ჯადოებს უკეთებენ, ისე არიან ეგენიც… ახლაც, ცოტა ხანს იცინიან, ერთობიან, ეშმაკს გულს უხარებენ ხალხს რომ ეშინია, მერე ისევ მიყუჩდებიან… ახლობლები არიან, თანასოფლელები… ხალხო, ნუ გეშინიათ ნურაფრის, ჩვეულებრივი ადამიანები არიან… სხვა სოფლებშიც გამოჩნდებიან მალე! ირბენენ, დაიღლებიან და ბოლოს წაეთრევიან სახლში.
ღამით, ძილის წინ სანთელი დაანთეთ და მამა მიქაელს ევედრეთ, საკუთარი ანგელოზი გამოგიგზავნოთ. შინაგანად, ტვინში უნდა აღიქვათ, რომ ეს საშიში არ არის…“ – ამბობს ლია ხუციშვილი.