საქართველოში ერთ-ერთ საჯარო სკოლას 23 წლის დირექტორი ჰყავს – ვინ არის ბიჭი, რომელიც 5 წლის წინ თავადაც მოსწავლე იყო და უცებ დირექტორი გახდა?

0
2608
99 Views

საქართველოს სკოლებში ახალი სასწავლო წელი 16 სექტემბერს დაიწყო. წელს სასწავლო პროცესს 50 000-ზე მეტი პირველკლასელი შეუერთდა.

როგორი იყო სოფელ დირბის ახალგაზრდა, 23 წლის დირექტორის პირველი დღე სკოლაში? გაიცანით ყველაზე ახალგაზრდა დირექტორი, რომლის შესახებაც სიუჟეტი გადაცემაში “დილა მშვიდობისა საქართველო” მომზადდა.

“მიმაჩნია, რომ სოფელ დირბის ერთი წარმატებული მოსწავლე წარმატებულ საქართველოს უდრის… 5 წლის წინ დავამთავრე სკოლა და კარგად ვიცი ის პლუსი და მინუსები , რაც სწავლის პერიოდში მხვდებოდა, მინდა ის რასაც ვხედავდი ჩემს სკოლაში არ იყოს. ვგეგმავ სკოლა მართოს ყველამ, ღიაობის პრინციპით და არა მხოლოდ დირექტორმა მართოს ის. ვიქნები მეგობარი, მხარდამჭერი. მაქვს გეგმა, რომ სკოლაში ჩინური ენის სწავლა დავნერგო”- ამბობს ლევან ყაულაშვილი

Cesko