1 Views
ქართველი საფეხბურთო გულშემატკივრისთვის კარგად ცნობილმა, იური სიომინმა, რომელმაც მოსკოვის ლოკომოტივში ხვიჩა კვარაცხელიას ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში ლომის წილი ითამაშა, საქართველოს ნაკრების გასული მატჩები, სადაც ჩეხეთი და ალბანეთი დავამარცხეთ, შეაფასა.
“ევროპის ჩემპიონატმა საქართველოს თვითრწმენა შემატა. გუნდის თავკაცის გაწეული სამსახური მკაფიო და ნათელია – საქართველოს ნაკრები კარგად უტევს და კარგადაც იცავს, ჩემი შექება მათ.
თუ თამაშს ისე გააგრძელებენ, როგორც ახლა, ცხადია, დიდი შანსები აქვთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზეც მოხვდნენ.”
– ამბობს რუსი სპეციალისტი.