საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

September 10, 21:46
0
298

ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრაში დღეს სტუმრად ალბანეთს დავუპირისპირდებით. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა დღევანდელი თამაშისთვის ცნობილია. გასაჯაროვდა იმ ფეხბურთელების ვინაობა, რომლებიც ალბანეთთან მატჩში ძირითად შემადგენლობაში იქნებიან.

ცნობისთვის, ერთა ლიგის ახალი გათამაშება ორივე გუნდმა გამარჯვებით დაიწყო. 7 სექტემბერს, პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთს 4:1 სძლია, ალბანეთმა კი პრაღაში უკრაინასთან 2:1 გაიმარჯვა. ამიტომ ეს შეხვედრა ორივე გუნდისთვის პრინციპული იქნება – გამარჯვებული ჯგუფში ერთპიროვნულად გალიდერდება და მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად დიდ ნაბიჯს გადადგამს.

Cesko