3 სექტემბრის ახალი მთვარე ახალი წამოწყებებისა და ძველი ჩვევების, ურთიერთობების მიტოვებისათვის იდეალური პერიოდია.
ახალი მთვარე თვითგანვითარებასა და ყოველდღიური რუტინის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. ქალწული ზოდიაქოს ერთ-ერთი ყველაზე მოწესრიგებული ნიშანია. ის, როგორც ზოდიაქოს ყველაზე მოწესრიგებული, მაგრამ ამავე დროს ცვალებადი ნიშანი, ადამიანებს არაერთ რადიკალურ ცვლილებას ჰპირდება. ქალწულის ენერგია დაგეხმარებათ, შფოთვას, ემოციურ ფონს გაუმკლავდეთ, იპოვოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი მიმართულება და განვითარებაზე დაფიქრდეთ. ამიტომაც, ნუ გაგიკვირდებათ, თუ აღნიშნულ დღეს ძალიან დიდ მოტივაციას იგრძნობთ, უამრავი იდეა გექნებათ და მიზნისკენ მიმავალ გზაზე პირველ ნაბიჯებს გადადგამთ.
რისი გაკეთება შეგიძლიათ 3 სექტემბრის ახალი მთვარის დროს?
საქმიანობის სფეროს, სამსახურის შეცვლა ან ამ მიმართულებით კონკრეული გეგმის შედგენა.
თქვენი ცხოვრებიდან ტოქსიკური ურთიერთობების საბოლოოდ მოცილება.
სასწავლო კურსებსა და მასტერკლასებზე დარეგისტრირება – ეს იმაზე გაცილებით უკეთეს შედეგს მოგიტანთ, ვიდრე შეიძლება, წარმოიდგინოთ.
ჰობის განვითარება, ახალი ინტერესის სფეროს აღმოჩენა.
სიკეთის გამოჩენა – ამ დღეს ჰუმანურ ქცევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. როგორც ასტროლოგები ამბობენ, სამყარო სიკეთეს უკან ორმაგად დაგიბრუნებთ.
კონფლიქტების მოგვარება, საყვარელ ადამიანებთან დალაპარაკება.
რისი გაკეთება არ არის რეკომენდებული 3 სექტემბრის ახალი მთვარის დროს?
ფულის სესხება ცუდი იდეაა – შესაძლოა, სამომავლოდ ფინანსური პრობლემები შეგექმნათ.
მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს. კამათი შესაძლოა, დიდ დაპირისპირებაში გადაიზარდოს.
ნუ გამოიჩენთ ქედმაღლობას ან უსაფუძვლო თვითკრიტიკას.
ნუ დაგეგმავთ ხანგრძლივ მოგზაურობას.
წყარო: “ბომონდი”