“ცოცხლები რომ იყვნენ, ისევ დავხოცავდი“ – რა განაცხადა სასამართლოზე მეუღლის და 2 მეგობრის მკვლელობაში ბრალდებულმა

0
1819
81 Views

თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ გურ­ჯა­ა­ნის რე­გი­ონ­ში, ცო­ლის და ორი მე­გობ­რის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. მო­სა­მარ­თლე თა­მარ კა­პა­ნა­ძემ სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ახა­შენ­ში მომ­ხდა­რი სამ­მა­გი მკვლე­ლო­ბის­თვის და­კა­ვე­ბულ 39 წლის კაცს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

პრო­კუ­რო­რი და­ვით გვე­ლე­სი­ა­ნი სხდო­მა­ზე გან­მარ­ტავ­და, რომ და­კა­ვე­ბუ­ლის მხრი­დან არ­სე­ბობ­და ხე­ლა­ხა­ლი და­ნა­შა­უ­ლი ჩა­დე­ნის, მი­მალ­ვის, მოწ­მე­ებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის საფრ­თხე, რა­საც ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი არ და­ე­თან­ხმა.

გია ფა­რა­დაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი თა­ვად ჩა­ბარ­ა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს. რაც შე­ე­ხე­ბა დაც­ვის მხა­რეს, მათ სხდო­მა­ზე ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი შუ­ამ­დგომ­ლო­ბა არ და­ა­ყე­ნეს.

თა­ვად ბრალ­დე­ბულ­მა, პრო­ცეს­ზე და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რა და მო­ტივ­ზეც ისა­უბ­რა.

  • “მე პო­ზი­ცი­ას და­ვა­ფიქ­სი­რებ, ახ­ლაც რომ ცო­ცხლე­ბი იყ­ვნენ, ისევ დავ­ხო­ცავ­დი. ჩემ­მა საყ­ვა­რელ­მა მე­უღ­ლემ და მე­გო­ბარ­მა ერ­თმა­ნეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და­ი­ჭი­რეს. ეს ყვე­ლა­ფე­რი მე მო­ვის­მი­ნე. ახლა რაღა აზ­რის აქვს რა­მეს?! ჯერ ცოლს ვეს­რო­ლე და შემ­დეგ მე­გობ­რებს”, – თქვა ბრალ­დე­ბულ­მა ზვი­ად მა­მი­საშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, ფაქ­ტი 28 აგ­ვის­ტოს გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მოხ­და. 39 წლის კაც­მა მე­უღ­ლე და ორი მე­გო­ბა­რი მოკ­ლა, რის შემ­დე­გაც მი­ი­მა­ლა. მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ოჯა­ხის წევ­რის და რამ­დე­ნი­მე პი­რის მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა 22 ოქ­ტომ­ბერს 13:00 სა­ათ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა.

Cesko