99 Views
ქობულეთში, ზღვაში ნაპოვნი ცხედარი 8 წლის გოგონას ეკუთვნის.
მაშველებმა არასრულწლოვნის ცხედარი ცოტარამდენიმე საათის წინ იპოვეს.
ერთ-ერთი თვითმხილველის ინფორმაციით, გოგონა ტალღამ გაიტაცა.
„ტალღამ წაიღო, ნეტავ, არ შევსწრებოდი ამ საშინელებას, უფალო, გამძლეობა მიეცი თავის მშობლებს და ძმას, რომლის ხმაც ყურებში კიდევ ჩამესმის…“, – ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.